სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრა

მსჯავრდებულ დეკანოზს შეწყალებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი უთხრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღია, თუმცა როგორც მამალაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუკი დეკანოზს პრეზიდენტი შეიწყალებდა, უკვე გათავისუფლებული იქნებოდა.

„პრეზიდენტმა დღეს 34 ადამიანი შეიწყალა. ჩემი ძმა რომ შეეწყალებინა, დამირეკავდნენ და მეტყოდნენ წაიყვანე შენი ინვალიდი ძმაო. არ დაურეკავთ, ანუ არ შეიწყალა. ეს საპატრიარქოს, პრეზიდენტის და ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილებაა და ყველა აგებს პასუხს. სექტემბრიდან მიიღებენ საპროტესტო აქციებს. თუ ვინმეს გონია, რომ დავიღალე, ძალიან ცდება“, - აცხადებს მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოშია მოთავსებული.

ცნობისთვის, მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. აღნიშნული თხოვნით მან ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, რომელმაც დეკანოზს შეწყალებაზე უარი უთხრა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ