ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩაიშალა

სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ მორიგ ჯერზე ჩაშალეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, - ამის შესახებ რიგით 95-ე შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

როგორც ანთაძემ განმარტა, შეხვედრაზე საუბარი უნდა ყოფილიყო სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დექსტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

„დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი უნდა განგვეხილა, უნდა გვემსჯელა ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტზე, რაც დაფიქსირდა წინა შეხვედრიდან დღემდე და რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. უნდა დაგვეყენებინა მწვავედ გუგუტიანთკარში არსებული ე.წ. ბორდერიზაცია, როცა ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა საკუთარ სახლებსა და ეზოებში აღუმართეს ხელოვნური ბარიერები. ასევე, ვაპირებდით მძაფრად დაგვეყენებინა ერედვში საოუპაციო ძალების მიერ განდევნილი ძირძველი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევის და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის ფაქტები. უნდა გვემსჯელა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე და ამ უმწვავესი საკითხების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაგვეთმო არჩილ ტატუნაშვილის წამებაზე. შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზეც განიხილებოდა სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დექსტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შეიძლება განხილულ იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები მათ მიერ არ იქნა გაზიარებული და მათ ჩაშალეს მორიგ ჯერზე შეხვედრა“,- განაცხადა ანთაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია