სოფო კილაძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე - მთავარია ოპონენტებს არ ჰქონდეთ მტრული დამოკიდებულება, რაც გამოიკვეთა ბევრ დესტრუქციულ ქმედებაში

მთავარია ოპონენტებს არ ჰქონდეთ მტრული დამოკიდებულება, რაც გამოიკვეთა ბევრ მათ დესტრუქციულ ქმედებაში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

"მტრული გარემო და სიძულვილის ენა აზიანებს ზოგადად, ქვეყნის ინტერესს, მათ შორის, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, მაგრამ მთავარია მათ არ ჰქონდეთ ჩვენდამი მტრული დამოკიდებულება, რადგან ეს ქვეყანა ყველას ასაშენებელია. მთავარია მათ არ ჰქონდეთ მტრული დამოკიდებულება, რაც გამოიკვეთა ბევრ მათ დესტრუქციულ ქმედებაში. ვისურვებდი, ჩვენ, ყველა გავერთიანდეთ",- განაცხადა კილაძემ.

შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეას ნორლენმა გუშინ არჩილ თალაკვაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შვედეთი შეშფოთებულია საქართველოს პოლიტიკის პოლარიზაციით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ მნიშვნელოვან მომენტებში. შეშფოთებულები ვართ საქართველოს პოლიტიკის პოლარიზაციით და ჩვენი რჩევა იქნებოდა ამ პოლარიზაციის შერბილება. ვფიქრობთ, რომ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ერთად დემოკრატიის პირობებში, მაშინ, როდესაც არსებობს გარეშე საფრთხეები. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით განცხადებებს რეფორმებთან მიმართებაში და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი საშუალება დიალოგისთვის სხვადასხვა წარმომადგენლობების და პოლიტიკურ პარტიებს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ როდესაც არჩეული ხართ პარლამენტში, სხვა პარტიების წარმომადგენლები თქვენი მტრები კი არ არიან, არამედ თქვენ ხართ კოლეგები. მუშაობა პატივისცემის პირობებში პარტიული ხაზის მიუხედავად - ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს და მწვავე საკითხვის გადაჭრასაც შეუწყობს ხელს",- განაცხადა ნორლენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა