ეკა ბესელია დეპუტატებს სთავაზობს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მხოლოდ 5 ან 6 კანდიდატი აირჩიოს

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია პარლამენტს სთავაზობს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მხოლოდ 5 ან 6 კანდიდატი აირჩიოს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის კენჭისყრა საშემოდგომო სესიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ბესელია იმედოვნებს, რომ მის პოზიციას და შეთავაზებას, რომ სასამართლოში მხოლოდ რამდენიმე კანდიდატის არჩევა მოხდეს, მხარდამჭერები გამოუჩნდება.

„ჩვენ ველოდებით კენჭისყრის დასრულებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომლის მიმართ მე პირადად არანაირი ნდობა არ მაქვს. წინასწარ შემიძლია ვთქვა, მე პირადად არ ველოდები, რომ ეს სია იქნება იმ სტანდარტების, რომელიც გაუძლებს დემოკრატიის და მაღალი პროფესიული სტანდარტების ტესტს. პარლამენტს ვთავაზობ, როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, იმედია მას მომხრეები გამოუჩნდება, რომ ვაიძულოთ უმრავლესობა პარლამენტმა აირჩიოს მხოლოდ რამდენიმე მოსამართლე, ეს იქნება 5-6 ადამიანი, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ უზენაესმა სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელოს, ხოლო სხვა ვაკანტურ პოზიციებზე მოსამართლეების არჩევა გააგრძელოს ახალმა პარლამენტმა და ახალმა იუსტიციის საბჭომ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ და აქვე დასძინა, რომ მოსამართლეთა სიის კენჭისყრა იქნება პირდაპირი ტესტი იმისა, „მმართველი პარტია ბრუნდება წარსულში, თუ ის ბედავს და უნარჩუნებს უზენაეს სასამართლოს დამოუკიდებლობას“.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს