ვლადიმირ ჟირინოვსკიმ პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში დამნაშავე უწოდა

რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში მთავარი დამნაშავე უწოდა. მან აღნიშნა, რომ სწორედ პოლონეთი, რომელსაც იოზეფ პილსუდსკი ხეკლმძღვანელობდა, ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი პირველი მოკავშირე იყო 1930-იან წლებში.

„პილსუდსკი-ჰიტლერის პაქტს ხელი მოეწერა ჯერ კიდევ 1934 წელს. პოლონეთი, ისევე როგორც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, რომლებიც მიუნჰენის გარიგებაზე წავიდნენ 1938 წელს, დუმდა გერმანელების მიერ ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის ანექსიის და ავსტრიიის ანშლუსის დროს. ამის გარეშე კი გერმანიის არანაირ ომზე საბჭოთა კავშირთან 1941 წელს ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ევროპამ გამოზარდა ჰიტლერი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და პოლონეთი მათ შორის იყო ვინც ჰიტლერს ტაშს უკრავდა“, - დაწერა ჟირინოვსკიმ „ტელეგრამზე“.

ამ დღეებში პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა, რომელზეც პოლონეთმა რუსეთის დელეგაცია არ დაპატიჟა და მიიწვია თავისი ამჟამინდელი მოკავშირეები ნატოდან, მათ შორის გერმანია და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოები. რუსეთმა წყენა ღიად გამოხატა კრემლის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნების დიმიტრი პესკოვისა და მარია ზახაროვას განცხადებების მეშვეობით.

პოლონეთი კი მიიჩნევს, რომ სტუმრები შეარჩიეს 80 წლის წინანდელი მოვლენების მიმართ რეალური, ნაწილობრივ გადაფასებული მიდგომით.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს