დავით ბერძენიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე - ივანიშვილი შეგნებულად აღრმავებს საზოგადოებასთან დაპირისპირებას

გახარია-ღარიბაშვილის ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ტანდემი ივანიშვილის არჩევანია, - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

ბერძენიშვილი თავის პოსტში აღნიშნავს, რომ გახარია ივანიშვილის „სისხლიანი მძევალია“, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა „ნატოსკენ ქვეყნის სვლის სახიფათო ხელშეშლაა”.

„წილი ნაყარია. გახარია-ღარიბაშვილის ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ტანდემი ივანიშვილის არჩევანია. ქართულ რეალობაში დასავლეთისთვის ზურგშექცევა ჩრდილოეთის იმედად ყოფნას ნიშნავს. გახარია ივანიშვილის სისხლიანი მძევალია. ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა ნატო-სკენ ქვეყნის სვლის სახიფათო ხელშეშლაა. გახარია-ღარიბაშვილის ტანდემი შეიარაღებული სტრუქტურების ხელმძღვანელებად შიდაპოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხესაც ზრდის. ივანიშვილი შეგნებულად აღრმავებს საზოგადოებასთან დაპირისპირებას. მან ვერ ისწავლა ვერაფერი, გარდა მტრის ხატზე აგებული პოლიტიკისა. ისევ მიშა - „ნაციონალები“ იქნება მისი ერთადერთი სვლა“, - წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა