დავით ზალკალიანი - ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საქართველოში ახალი ელჩის წარდგენას მივესალმებით

მივესალმებით ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საქართველოში ახალი ელჩის წარდგენას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის მიერ საქართველოში ელჩის კანდიდატურის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ამერიკა საქართველოს მთავარი პარტნიორია და მასთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა.

„ახალი ელჩი არის ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ელჩი საქართველოში. მივესალმებით მის დანიშვნას. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს. ჩვენ მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ და ძალიან კარგია, რომ ამერიკას ეყოლება ახალი ელჩი. იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ელჩი არ იყო, ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება და ელჩის რანგით იყო მოვლენილი საქართველოში დროებითი რწმუნებული",- განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა.

კელი დენიანი ამჟამად აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში. მას დიპლომატიურ სამსახურებში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.10.2025
თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჯიბადემის კლინიკათა ქსელიდან მსოფლიოს წამყვანი ორთოპედ-ქირურგი ხელმძღვანელობდა
საქართველოს უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება