კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახებისთვის გადასაცემი ფართების რიგითობა მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება

კომპანიებისთვის ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს უნდა გადაეცეთ. რომელი კომპანიაც უფრო მეტ ფართს გადასცემს მუნიციპალიტეტს, ის კომპანია ჩაითვლება გამარჯვებულად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ნიუ სითი დეველოპმენტი“, მუნიციპალიტეტს 9 200 კვადრატული მეტრის ოდენობის თეთრ კარკასს გადასცემს, რასაც თბილისის მერია კოოპერატივით დაზარალებულებზე გაანაწილებს.

მისივე თქმით, კოოპერატივით დაზარალებული ოჯახებისთვის გადასაცემი ფართების რიგითობა, მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები, ეს არის სერიოზული პრობლემა. 3000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული და ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება უკვე წელიწადზე მეტია. უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. თუ როგორ ვაგვარებთ ამ პრობლემას, მე კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა მოსახლეობას - ჩვენ გამოვყავით, კონკრეტული მიწის ნაკვეთები, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონებია შერჩეულია, გამოყოფილია ეს მიწის ნაკვეთები და ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. დაინტერესებულ კომანიას, ეძლევა შესაძლებლობა, ნახონ მიწის ფართი, ნახონ თუ რამდენი აშენების საშუალება აქვთ, რა კოეფიციენტია და ა.შ. შესაბამისად, ვინც უფრო მეტ ფართს გადასცემს მუნიციპალიტეტს აშენების შემდეგ, ის კომპანია ითვლება გამარჯვებულად.

ოჯახები ათეული წლებია ცხოვრობენ ამ პრობლემით. მათ დავპირდი, რომ ეს იქნებოდა მოგვარებული და ჩვენ ამ პრობლემას მოვერეოდით. რა თქმა უნდა, დავიწყეთ ამ პირობის შესრულება. რამდენიმე პროექტი წარმატებით განხორციელდა. არჩილ მეფის ქუჩის 13 და15-ის მიმდებარედ არსებული 10 755 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა. ორი კომპანია მონაწილეობდა და გამაჯვებული გახლავთ „ნიუ სითი დეველოპმენტი“, რომელმაც მუნიციპალიტეტს 9 200 კვადრატული მეტრის ოდენობის თეთრი კარკასი უნდა გადმოსცეს და ჩვენ ამას გავანაწილებთ კოოპერატივით დაზარალებულებზე. შერჩევა მარტივია - დაზარალებულებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა თავიანთი სოციალური მდგომარეობის და ვინც მძიმე მდგომარეობაშია ამ ქულების მიხედვით, რიგითობაც ასე დადგება და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია და რაც შეიძლება ყველაზე სწარაფად, ყველა ოჯახი იყოს დაკმაყოფილებული და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა