თემქაზე მოკლული 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავების ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი ჭრილობა აღენიშნება

თემქაზე მოკლული 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავების ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი ჭრილობა აღენიშნება.

როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილმა ზაირა მირზოევამ განუცხადა, ისინი მკვლელობის მიზეზად შურისძიების მოტივს გამორიცხავენ. მისივე ინფორმაციით, სახლიდან მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, ოქროულობაა წაღებული.

„დილით 10 საათზე დავურეკე და არ აიღო ტელეფონი. ამის შემდეგ დაახლოებით,ერთი საათი იყო გასული და გავიგე მისი მკვლელობის ამბავი. სახლში, როგორც ვიცი მარტო იყო. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დილიდან სამსახურში იყო წასული.

ალბათ, ნაცნობმა გააკეთა ეს ყველაფერი, რადგან სიმა უცნობს კარებს არ გაუღებდა," - განაცხადა ზაირა მირზოევამ.

გარდაცვლილი სიმა მირზოევას მეუღლე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ცხედარი კი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თემქაზე, მე - 11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

თემქაზე მოკლული 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავების ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი ჭრილობა აღენიშნება

თემქაზე მოკლული 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავების ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი ჭრილობა აღენიშნება.

როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილმა ზაირა მირზოევამ განუცხადა, ისინი მკვლელობის მიზეზად შურისძიების მოტივს გამორიცხავენ. მისივე ინფორმაციით, სახლიდან მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, ოქროულობაა წაღებული.

„დილით 10 საათზე დავურეკე და არ აიღო ტელეფონი. ამის შემდეგ დაახლოებით,ერთი საათი იყო გასული და გავიგე მისი მკვლელობის ამბავი. სახლში, როგორც ვიცი მარტო იყო. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დილიდან სამსახურში იყო წასული.

ალბათ, ნაცნობმა გააკეთა ეს ყველაფერი, რადგან სიმა უცნობს კარებს არ გაუღებდა," - განაცხადა ზაირა მირზოევამ.

გარდაცვლილი სიმა მირზოევას მეუღლე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ცხედარი კი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თემქაზე, მე - 11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი