14.07.2025 / 09:02
ქაბულში საბრძოლო მოქმედებისას ნატოს 2  სამხედრო დაიღუპა, ტერაქტს კი 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საბრძოლო მოქმედებების დროს ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს ინფორმაცია ავღანეთში ნატოს სარდლობამ გაავრცელა. მისიის საიტზე წერია, რომ ერთი სამხედრო აშშ-ის მოქალაქე იყო, მეორე რუმინეთის.

დღესვე ქაბულის რაიონ შაშ დარაკში, სადაც ნატოს შტაბბინა, აშშ-ის საელჩო და ავღანეთის რიგი სამთავრობო შენობებია განთავსებული, აფეთქება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. სავარაუდო მიზანი ეროვნული უშიშროების სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი იყო. ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკაურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

ამ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა