სერგი კაპანაძე - ივანიშვილს პროკურატურისთვის მიცემული აქვს დავალება, რომ თავისუფალი სიტყვა გაჩუმებული და ჩარჩოებში მოქცეული იყოს

„ივანიშვილს პროკურატურისთვის მიცემული აქვს დავალება, რომ თავისუფალი სიტყვა გაჩუმებული და ჩარჩოებში მოქცეული იყოს,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს „რუსთავი 2"- ის ყოფილი გენდირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, პოლიტიკური ოპონენტებისთვის, თავისუფალი სიტყვისა და სამოქმედო სივრცის შესაზღუდად, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, გვარამიასა და სხვა ფიგურანტებისთვის ბრალის დამძიმებაა.

„საქართველოს პროკურატურა პირდაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დაცალდებებს. ამ შემთხვევაში, ივანიშვილის დავალება არის, რომ თავისუფალი სიტყვა იყოს გაჩუმებული და ჩარჩოებში მოქცეული. ამის პირველი გამოვლინება იყო„რუსთავი 2"-ზე განხორციელებული შეტევა, ამისი გამოვლინებაა „ტვ პირველზე" შეტევა და ამისი გამოვლინებაა მათ შორის, ამ ახალ ტელეარხ „მთავარ არხზე" შეტევა. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, როგორც ჩანს, არის გვარამიას წინააღმდეგ ბრალის დამძიმება და სხვა ფიგურანტების წინააღმდეგ ბრალის წაყებება. ეს ყველაფერი იმ მიზნით ხდება, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს შეეზღუდოთ თავისუფალი სიტყვა და სამოქმედო სივრცე. ოღონდ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, წარუმატებელი იქნება. რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავოს ივანიშვილმა, პროპორციულ არჩევნებში მას განარჯვების შანსი არ აქვს იმიტომ, რომ თავისუფლების ასეთ აღკვეთას, ასეთ ძალადობას, ქართული საზოგადოება არ მიიღებს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას გარდა, გენერალურმა პროკურატურამ ბრალი „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. გარდა ამისა, ნიკა გვარამიას „რუსთავი2“ - ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს ნიკა გვარიამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონებების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა