მაია ცქიტიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ზრუნვა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებზე მხოლოდ სოციალური შეღავათებით არ შემოიფარგლოს

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ზრუნვა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებზე მხოლოდ სოციალური შეღავათებით არ შემოიფარგლოს და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატ სულხან მახათაძის შეკითხვის პასუხად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

მისი თქმით, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ფარგლებში, მაჟორიტარებთან ერთად, დამატებით კრიტერიუმებზე მუშაობენ.

„უკვე შეთანხმებული ვართ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გადავხედოთ მიდგომებს, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს სტატუსით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ, ასევე 2 ათას მეტრზე ზემოთ დასახლებებში მცხოვრებთა მიმართ გვინდა შევცვალოთ კრიტერიუმები და ამ მიმართულებით კონსულტაციებს ვაგრძელებთ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მომზადდა და დამტკიცდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც უახლოეს მომავალში გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯებია ასახული.

„კანონის მიღების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლებებისთვის ბევრი სოციალური შეღავათი დაწესდა და ბევრი სპეციალური პროგრამა განხორციელდა. 400 მილიონი ლარი დაიხარჯა სხვადასხვა სოციალურ პაკეტზე, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი დაახლოებით 86 მილიონი ლარი მოხმარდა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ზრუნვა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებზე მხოლოდ სოციალური შეღავათებით არ შემოიფარგლოს და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებას, რაც ადამიანების კეთილდღეობას აამაღლებს.

„ამისთვის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებში არსებობს კონკრეტული მიზნობრივი პროგრამები, რაც აუცილებლად გაგრძელდება. ასევე, ქალბატონ ნათიასთან ერთად ვმუშაობთ სპეციალურ პროგრამაზე მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის მიმართულებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?