დავით ზალკალიანი - აფხაზეთის ე.წ. არჩევნების მეორე ტური ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის კიდევ ერთი მცდელობაა

აფხაზეთის ე.წ. არჩევნების მეორე ტური ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის კიდევ ერთი მცდელობაა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების მეორე ტურს და აღნიშნა, რომ მას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

„არანაირი ლეგიტიმაცია მას არ აქვს, როდესაც აფხაზეთის ძირითადი მოსახლეობა ეთნიკური წმენდის შედეგად არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან, ეს არის ამ ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის კიდევ ერთი მცდელობა. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო, მას არ აქვს არანაირი აღიარება და არც შეიძლება, ჰქონდეს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს