ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2019

რა ცვლილებებს განახორციელებს გახარია მთავრობაში - იქნებიან თუ არა ახალი სახეები

ვინ იქნება ხაზარაძის გუნდში

***

რა ცვლილებებს განახორციელებს გახარია მთავრობაში - იქნებიან თუ არა ახალი სახეები

"მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ყოფილ შს მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტს და მისივე წარდენილ სამთავრობო პროგრამას, (98 დეპუტატი) ერთხმად დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადებას კატეგორიულად გაემიჯნნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "პატრიოტთა ალიანსმა", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ცვლილებებს განახორციელებს გახარია მთავრობაში - იქნებიან თუ არა ახალი სახეები

"ფაქტობრივად მინისტრთა კაბინეტი არ შეიცვალა, მგონია, რომ ეს არ შეცვლაც არჩევნებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო, ვინაიდან კაბინეტი საფუძვლიანად, რომ შეცვლილიყო, ალბათ ეს უფრო შორს გამიზნულ გეგმების შემუშავებას მოითხოვდა, ამ კაბინეტს ამ სიშორის გეგმები ვერ ექნება,ვინაიდან ის ერთი წელი იმუშავებს."-ასე ეხმიანება „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას და მათ სამომავლო გეგმებს. ერთ-ერთი პირველი, რაც თვალშისაცემია, არის ის, რომ ამ ეტაპზე გიორგი გახარიაც და მინისტრთა კაბინეტიც „ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული ნაბიჯების მიმართ უფრო შეურიგებლები არიან,ისინი ხაზს უსვამენ სწორედ ამ კონკრეტულ ნაბიჯებს. გახარიამ რამდენიმეჯერ აღნიშნა, მაგალითად ის, თუ როგორ მოექცნენ მას „ნაციონალები" და „ევროპული საქართველო", ფრაქციებში საპარლამენტო დიალოგის დროს, საპარლამენტო სტილის ეს დარღვევა, რომ მას აქტიურად ლაპარაკის საშუალება არ ჰქონდა, ამან რამდენიმეჯერ გაიჟღერა გახარიას გამოსვლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტილის პოლიტიკურ ბრძოლას, ესენი ასე ადვილად არ შეეგუებიან, როგორც ადრე ეგუებოდნენ. მინისტრთა კაბინეტი ვერ შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომლებიც სახელწიფო საბილურობას საფრთხეს შეუქმნის, ეს შეუგუებლობა ბუნებრივია, იმიტომ, რომ ამ კაბინეტის უპირველესი ამოცანაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სტაბილურ მდგომარეობაში ამყოფოს ქვეყანა."-ამბობს პოლიტოლოგი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მომავალში გახარია მინისტრებს არ შეცვლის და არც ახალი სახეები მოვლენ, რადგან ამის გაკეთება ყველაზე იოლად ამ ეტაპზე შეეძლო. რომელ მინისტრებს დატოვებს, რომლებს შეცვლის, ან მოვლენ თუ არა ახალი სახეები, ამ ეტაპზე ამის თქმა მიჭირს, (ალბათ გახარიასაც უჭირს ამ ეტაპზე) მეეჭვება, რომ კაბინეტი შეიცვალოს, რადგან ახლა იყო მინისტრთა კაბინეტის წევრების შეცვლის ყველაზე იოლი პირობა და ცვლილება ფაქტიურად არ მოჰყვა, მეეჭვება, რომ გახარიამ სამომავლოდ ეს რთული გადაწყვეტილება მიიღოს. ფაქტიურად, მინისტრთა კაბინეტი არ შეიცვალა, მგონია, რომ ეს არ შეცვლაც არჩევნებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო, ვინაიდან კაბინეტი საფუძვლიანად რომ შეცვლილიყო, ალბათ ეს უფრო შორს გამიზნული გეგმების შემუშავებას მოითხოვდა, ამ კაბინეტს ამ სიშორის გეგმები ვერ ექნება, ის ერთი წელი იმუშავებს. გიორგი გახარიას პრემიერობას განმასხვავებელი ის ნიშანი ექნება, რაც დღესაც მას მკაფიოდ გამოჰყოფს არსებული მინისტრთა კაბინეტისგან, ეს არის პოლიტიკური ხაზი. მას აქვს პოლიტიკური დებატებისა და ამ დებატებში მონაწილეობის უნარი, უნარი უნარად აქვს და რაც მთავარია, კიდევ აქვს სურვილი იმის, რომ (როგორც თვითონაც ხაზი მკაფიოდ გაუსვა), პოლიტიკური მხარე „ნაციონალური მოძრაობა" მისთვის აღქმულია, როგორც მეტოქე, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა დაამარცხოს. მგონია, რომ ეს ელემენტი წამყვანი იქნება ამ შემთხვევაში" -ამბობს იგი”, - დასძენს გამოცემა.

"კითხვაზე, მოასწრებს თუ არა გახარია, რომ ერთ წელიწადში ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებები განახორციელოს, პოლიტოლოგმა გვიპასუხა: "ამ ერთ წელში ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებში თუ პოლიტიკური და ადმინისტრაციული სისტემების სტაბილიზაციას ვიგულისხმებთ, ამისთვის ერთი წელი საკმარისი იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ცვლილებაა, თავდაცვის მინისტრად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად კი ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 3 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვინ იქნება ხაზარაძის გუნდში

"უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როდის დააფუძნებს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიას. არსებობს მოლოდინი, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთი, ვინც „ოცნებას" სერიოზულ კონკრენციას გაუწევს, მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკური მოძრაობა იქნება. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდება, ამის შემდეგ მალევე კი - პარტია. თიბისი ბანკის დამფუძნებლების თქმით, ეს პროცესი ხალხის მხარდაჭერამ დააჩქარა. უახლოეს მომავალში კი ის საზოგადოებას გუნდის წევრებსაც წარუდგენს. სწორედ ამიტომ, მედიაში უკვე გაჩნდა საუბარი იმაზე, ვინ იქნებიან ხაზარაძის გუნდის წევრები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა ხაზარაძის გუნდში ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ვიხილოთ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვინ იქნება ხაზარაძის გუნდში

"უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხაზარაძის გუნდში ანა ნაცვლიშვილი და ლევან ალაფიშვილი იქნებიან. მედიაში ასევე გაჩნდა ვარაუდი, რომ ხაზარაძის გვერდით ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც იქნება, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2020 წლის 20 თებერვალს დატოვებს. მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა უკვე დაადასტურა, რომ მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს, თუმცა, რომელ პარტიაში და ვისთან, მისთვის ჯერჯერობით უცნობია. მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მას ყოფილ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან და ყოფილ შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან არ ჰქონია. „ორ დღეში გამოვაცხადებ დაფუძნების თარიღს, საათს და ადგილს. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე, შეგატყობინებთ, როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. ეს ალბათ უახლოეს ხანში მოხდება. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაცია არ გვქონია. ის პოლიტიკიდან წავიდა და საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს", - განაცხადა ხაზარაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანა ნაცვლიშვილის შესახებ კი მამუკა ხაზარაძემ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია. "ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან. ჩვენთვის ამ კლასის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია - წარმატებები ანა ნაცვლიშვილს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა, რომლის განმარტებითაც, ის მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში რეალურ ძალას ხედავს. რაც შეეხება იურისტ და კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოლიტკაში მოღვაწეობას არ აპირებს. თუმცა არსებობს სხვა სფერო და საქმიანობა, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა შეიცვალოს. „საკუთარ საქმიანობას არ ვუკავშირებ პოლიტიკურ საქმიანობას, აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არის სხვა საშუალებები და მე არ გამოვიყენებ ამ საშუალებებს იმისთვის, რომ შეიცვალოს პოლიტიკა, შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ჩვენი დემოკრატია უფრო განვითარდეს. ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ, ის არის, რომ ის საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი და წინაპირობაა იმისთვის, რომ შემდეგ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს. ალბათ, ყველაფერს მომავალი და სიტუაცია აჩვენებს. რაც შეეხება მის გვერდით კვირიკაშვილის, ქუმსიშვილის და მითუმეტეს მერაბიშვილს ვერ მოვიაზრებ და არ მგონია ეს რეალურ ინფორმაცია იყოს. თავად ხაზარაძემ თქვა უკვე, რომ ის აპირებს ახალი სახეების შემოყვანას და ძირითად აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს"- განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ხაზარაძის გუნდში მერაბიშვილი, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი ტროლების მოგონილი ამბავია. მისი აზრით, ეს არის სპეცსამსახურების მიერ შემოგდებული ინფორმაცია, რათა ხაზარაძის ჯერ ჩამოუყალიბებელე მოძრაობას ჩრდილი მიადგეს. მისი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური მომავალი ან ექნება და შეძლებს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული გარდატეხა მოახდინოს, ან კიდევ საერთოდ გაქრება. მისი აზრით, ხაზარაძის პოლიტიკური მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული თავად მას რამდენად გააზრებული აქვს ის რისკები და წინაღობები, რომელიც მას ხელისუფლებისგან შეხვდება. „ძალიან რთულია წინასწარ იმაზე საუბარი, რა როლი შეიძლება მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოძრაობამ თუ პარტიამ 2020 წლის არჩევნებისთვის ითამაშოს. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით კონკრეტულად რას აპირებს. თუ ის პოლიტიკაში აქტიურად შემოვა მას ორი ვარაინტი აქვს, ან მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალურ გარდაქმნას, ან კიდევ საერთოდ გაქრება. მასზე სერიოზული თავდასხმა დაიწყება. ეს უკვე დაწყებულია, მაგრამ უფრო გაძლიერდება. ხაზარაძეზეა ახლა დამოკიდებული ის რამდენად არის ამისთვის მზად. როგორ გაუძლებს, ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს. რაც შეეხება მისი გუნდის წევრებს ვინ იქნებიან, ალბათ მალე გავიგებთ. წინასწარ ამაზე საუბარი რთულია. მითუმეტეს, თითქოს კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი და ახლა მერაბიშვილზეა საუბარი. ეს თემა ტროლების შემოგდებული მგონია. ეს არის სპეცსამსახურების მიერ ხელოვნურად შემოტანილი. როგორც ხაზარაძე ამბობს, ის პოლიტიკაში ახალ სახეებს შემოიყვანს. რა თქმა უნდა, რთულია ახალი სახეებით პოლიტიკის კეთება, მაგრამ სუფთა წარსული მხოლოდ ახალ სახეებს აქვს. ამის მოთხოვნა კი საზოგადოებაში ნამდვილად არის. ამ კუთხით ხაზარაძის გათვლა სწორია",-აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან", - დასძენს გამოცემა.

"მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა. 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ცნობილია პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე" გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით)", - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა