აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის 10 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 74 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით, მაქსიმალური 7.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.021 პროცენტით განისაზღვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა