ბათუმის საზღვაო აკვატორიაში  წვრთნები - GEO SAR & OSR EX 2019 ჩატარდება

13 სექტემბერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ტარდება ნაციონალური ფართომასშტაბიანი ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები - GEO SAR & OSR EX 2019. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნები მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრისას ბრძოლისათვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებას. ასევე კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული მოქმედებების დამუშავებას ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციის, ავრიული გემებისათვის დახმარების გაწევის ფართომასშტაბიანი ოპერაციის ორგანიზებისა და ზღვაში და ხმელეთზე ნედლი ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციის სრულმასშტაბიანი ოპერაციის ჩატარების დროს.

„მოქმედებები ორ ლოკაციაზე: ზღვაში და ნაპირზე (ზღვაში - ახალი ბულვარის ტრავერსზე 4-5 საზ. მილი, ნაპირზე - ჟილინის არხის შესართავი ზღვასთან) გაიმართება და მასში სრულად ჩაერთვება „ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმით“ (საქართველოს მთავრობის 195-ე დადგენილება) გათვალისწინებული სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები. მონაწილეობას მიიღებს 6 გემი, 4 კატარღა, 2 ბუქსირი და ერთი შვეულმფრენი. წვრთნებს კოორდინაციას გაუწევს სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი. მასში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ა.რ. გარემოსა და ბუნებრივი დაცვის რესურსების სამმართველო, ბათუმის მერია, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრი“, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესიტეტი, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა.რ. საგანგებო მართვის მთავარი სამმართველო, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო შესაძლებლობების დაგეგმვის განყოფილება, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური, შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგური, საქართველოს მილსადენის კომპანია - BP საქართველო, კონტრაქტორი კომპანია - NRC, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, შავი ზღვის ყულევის ნავთობ ტერმინალი, შპს ბათუმის ნავთობ ტერმინალი, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, შპს „საქაერონავიგაცია“, შპს „ბათუმის აეროპორტი“, სს სამედიცინო ცენტრი „საზღვაო ჰოსპიტალი“, შპს „ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრი“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს