დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ

მაკეინის ინსტიტუტის მიერ თბილისში მეხუთედ ჩატარებული კონფერენციის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი” აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდს ესაუბრა.

- ბატონო დენიელ, მაკკეინის ინსტიტუტმა წელს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მეხუთედ ჩაატარა. წლევანდელ კონფერენციას თემაზე - „ახლა რა?“ ბევრ რიტორიკულ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი.

კონფერენციაზე საკმაოდ საინტერესო დისკუსიები კი გაიმართა, მაგრამ პრინციპულად და თვისობრივად ახალი ბევრი არც არაფერი თქმულა. არადა, საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარი აშკარად ხელშესახები ცვლილებების ფონზე იყო ამგვარი მოლოდინი.

ვინაიდან არა მარტო საქართველოსთან, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებული პრობლემები დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, ჩვენ საუბარიც საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე ყურადღების გამახვილებით უნდა დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, თუ რა ხდება დღევანდელი მსოფლიოს საერთაშორისო პოლიტიკაში?

- ვეცდები გიპასუხოთ. სინამდვილეში ორმა მოვლენამ იქონია გავლენა ჩვენს მოსაზრებებზე ამ კონფერენციაზე და იმ საკითხებზე, რაც კონფერენციაზე განიხილებოდა.

ჩვენ გვინდოდა იმის ჩვენება, რომ საქართველოს მეგობრები საქართველოს მეგობრებად რჩებიან

პირველი ეს გახლავთ მიმდინარე მოვლენები ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტაბებში. მეორე - საქართველოში პოლიტიკური პროცესების გამძაფრება 20 ივნისის შემდეგ. თუ ორივე პრობლემებს ერთობლიობაში განვიხილავთ დავინახავთ, რომ საქართველოს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს სურდათ საქართველოსადმი კონკრეტული მხარდაჭერის გამოხატვა. განსაკუთრებით ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ გვინდოდა იმის ჩვენება, რომ საქართველოს მეგობრები საქართველოს მეგობრებად რჩებიან.

- რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს თუ რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში...

- შეფასებისა და დასკვნების გაკეთება სახიფათოა, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, ვეცდები გიპასუხოთ. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მთავარი საკითხია მოახერხებენ თუ არა დემოკრატიული ძალები დემოკრატიის შენარჩუნებას, თუ დღევანდელ მსოფლიოში უპირატესობა ექნება ნაციონალიზმზე დამყარებულ მსოფლმხედველობას.

ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მთავარი საკითხია მოახერხებენ თუ არა დემოკრატიული ძალები დემოკრატიის შენარჩუნებას, თუ დღევანდელ მსოფლიოში უპირატესობა ექნება ნაციონალიზმზე დამყარებულ მსოფმხედველობას

მე განსხვავებას ვაკეთებ პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმს შორის. რადგან ისინი ჩემთვის ორი განსხვავებული რამაა. როგორც შარლ დე გოლი ამბობდა, პატრიოტიზმი არის ადამიანის მიერ ქვეყნის სიყვარული, ნაციონალიზმი კი ყველა განსხვავებული ნაციონალობის გამო ყველა დანარჩენი ხალხის მიუღებლობა.

- თქვენ ყურადღებას მსოფლიოში ზოგადად არსებულ გააქტუალებულ ტენდენციებზე ამახვილებთ, მაგრამ, თქვენი აზრით, რა ხდება ამერიკასა და რუსეთს შორის, რა ხდება ევროპასა და რუსეთს შორის?

- ეს ორი და საკმაოდ დიდი თემებია. რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედებს როგორც რევიზიონისტული, ანტიდემოკრატიული ძალა. იგი ცდილობს დღევანდელ მსოფლიოში აშშ-ს გავლენის შემცირებას. ის ასე იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ამის კეთება შეუძლია და ის ამას აკეთებს მე-19 საუკუნის მეთოდებით, ანუ ძალის ქონა არ ნიშნავს სისწორესა და იმას, რომ ვისაც მეტი ძალა აქვს ის მართალია.

დასავლეთი - ამერიკა და ევროპა საკუთარ თავში ეძებენ პასუხს იმაზე, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია სისტემა, რომელშიც მსოფლიო ცხოვრობს 1945 წლისა და 1991 წლის შემდეგ. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოს საკმაოდ მძიმე ვითარებაში აყენებს. მაგრამ, ამ კონფერენციის მთავარი მესიჯი ის იყო, რომ ჩვენ გადავლახავთ ამ პერიოდს. ეს არ არის დაუძლეველი და რამეს დასასრული. თუმცა, ეს არ არის იდეალური ვარიანტი, რომელიც მე უფრო მომწონს.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოს საკმაოდ მძიმე ვითარებაში აყენებს. მაგრამ, ამ კონფერენციის მთავარი მესიჯი ის იყო, რომ ჩვენ გადავლახავთ ამ პერიოდს. ეს არ არის დაუძლეველი და რამეს დასასრული

- კონფერენციის მიმდინარეობისას ბევრჯერ ითქვა - „ჩვენ გვინდა ჩვენთან დაბრუნდეს რუსეთი, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი“.

დასავლეთი კი ცდილობს რუსეთის პოზიციები დაუახლოვდეს დასავლეთის პოზიციებს ფუნდამენტალურ საკითხებში, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარ სურვილს რუსეთი არ ავლენს.

თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის ამ ტიპის მიდგომა და თამაში სახიფათო აღმოჩნდეს?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, რუსეთის მიმართ დასავლეთის რომელ კონკრეტულ პოლიტიკას ვიგულისხმებთ. დასავლეთში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან დადონ რუსეთთან ხელშეკრულებები, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ შემუშავებულ საერთო მიდგომას.

დღეისათვის დასავლეთი რუსეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ამას ყოველგვარი კმაყოფილების გარეშე ვამბობ, პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში გააგზავნა სხვადასხვა სიგნალები.

მხედველობაში მაქვს G-8-ში რუსეთის დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადება. აშშ-ს პრეზიდენტმა პარტნიორებს რუსეთთან დაკავშირებით შესთავაზა რბილი და დაწყნარებული პოლიტიკის გატარება. მე მგონია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ცდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა პარტნიორებს რუსეთთან დაკავშირებით შესთავაზა რბილი და დაწყნარებული პოლიტიკის გატარება. მე მგონია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ცდება

საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა რუსეთთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებების პოლიტიკურ დოკუმენტებად ქცევა. მას საკუთარი მთავრობის შიგნითაც კი არავინ დაუჭირა მხარი. რაც საკმაოდ გაუგებარი სიტუაციაა.

მე მინახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციები, როდესაც განსხვავებული ხედვები ჰქონდა ადმინისტრაციას, სახელმწიფო დეპარტამენტს თუ თავდაცვის დეპარტამენტს.

საბედნიეროდ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა რუსეთთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებების პოლიტიკურ დოკუმენტებად ქცევა. მას საკუთარი მთავრობის შიგნითაც კი არავინ დაუჭირა მხარი

მე მინახავს სიტუაციები, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს ამა თუ იმ საკითხებში. მაგრამ, მე არ მინახავს სიტუაცია, რომელშიც პრეზიდენტი იქნებოდა წინააღმდეგობაში საკუთარი ადმინისტრაციის უმრავლესობასთან. თუმცა, თეთრ სახლში დღეს სწორედ ამგვარი ვითარებაა.

მე არ მინახავს სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი იქნებოდა წინააღმდეგობაში საკუთარი ადმინისტრაციის უმრავლესობასთან. თუმცა, თეთრ სახლში დღეს სწორედ ამგვარი ვითარებაა

მე თბილისში არ ვარ იმისთვის, რომ თქვენ, ქართველ ჟურნალისტს მოგიყვეთ ის, რაც არ არის სიმართლე. მე არ ვარ ძალიან ბედნიერი იმით, რომ ეს არის სიმართლე, რომლის შესახებაც საუბარი მიწევს. მაგრამ, თქვენ ისედაც იცით ეს. ამიტომ მე არ მოგიყვებით იმ ისტორიას, რომელიც ორივემ ვიცით, რომ არის სიმართლე.

- უფრო კონკრეტულ საკითხებზე გადავალ. თქვენ როგორ დაახასიათებდით აშშ-ს პოლიტიკას საქართველოს მიმართ?

- აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც თვალს ადევნებს იმას თუ რა ხდება საქართველოში და მის ირგვლივ. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა საქართველოს რუკაზე ვერ იპოვის. ამავდროულად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ძლიერია. ასეთივე ვითარებაა კონგრესში, ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა, აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას.

აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც თვალს ადევნებს იმას თუ რა ხდება საქართველოში და მის ირგვლივ

კონგრესში არის რამდენიმე პიროვნება, რომლების მიდგომა რუსეთის მიმართ ძალიან რბილია. მაგრამ ისინი ბევრნი არ არიან.

- კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერი. მას პრაქტიკულად ახალი არაფერი უთქვამს.

მან თქვა, რომ ის ჩავა მოსკოვში და საქართველოს თემაზე ექნება საუბარი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ბატონ რიკერის პოზიციაზე თქვენ ბევრჯერ გიმუშავიათ. თქვენც არა ერთხელ გქონიათ ვიზიტები მოსკოვში, მათ შორის საქართველოს პრობლემებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რა შედეგებით შეიძლება დაბრუნდეს ბატონი ფილ რიკერი მოსკოვიდან ვაშინგტონში?

- ბატონი ფილ რიკერი ძალიან კარგი კაცია. იგი საქართველოს მხარს უჭერს. ის სწორად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიისადმი მედეგურ სტრატეგიას. მე ვერ გეტყვით რა შედეგებით დაბრუნდება ბატონი ფილ რიკერი მოსკოვიდან.

ჩემი მოლოდინები შეიძლება ითქვას კონტროლსქვეშაა, მაგრამ ჩემი მოლოდინები საკმაოდ მოკრძალებულია.

რუსებთან დიალოგი კარგია, განსაკუთრებით, თუ მათგან ძალიან ბევრს არ ელოდები. ახლა მთავარია არავინ დაუწყოს რუსეთს უადგილო შეთავაზებების გაკეთება.

რუსებთან დიალოგი კარგია, განსაკუთრებით თუ მათგან ძალიან ბევრს არ ელოდები. ახლა მთავარია არავინ დაუწყოს რუსეთს უადგილო შეთავაზებების გაკეთება

- საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრმა ბათუ ქუთელიამ დისკუსიაში მონაწილეობისას გამოთქვა იმედი, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგების ფარგლებში არ ამოქმედდება პრიმაკოვის დოქტრინა, რომელიც მხარეებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებას ითვალისწინებს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობების გარკვევა სწორედ პრიმაკოვის დოქტრინის საფუძველზე მოხდეს?

- საქართველო ყოველთვის უნდა იყოს ფხიზლად, რომ ვაშინგტონისათვის მოსკოვის მიერ შეთავაზებული პრიმაკოვის დოქტრინა არ განხორციელდეს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამერიკაში როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე სპექტრში არიან და რომლებსაც სჯერათ, რომ შიში და გავლენა არი რეზონული პოლიტიკა.

საქართველო ფხიზლად უნდა იყოს, რომ მოსკოვის მიერ ვაშინგტონისთვის შეთავაზებული პრიმაკოვის დოქტრინა გავლენის სფეროების განაწილების შესახებ არ განხორციელდეს

მე არ მომწონს ეს თეორია, ჩემი აზრით, შიშით გავლენის მოპოვების პოლიტიკა შესაბამისობაში არ არის იმასთან, რასაც მე ამერიკის დიდ სტრატეგიას ვეძახი და რომელიც უარყოფს გავლენის სფეროებს.

შიშით გავლენის მოპოვების პოლიტიკა შესაბამისობაში არ არის იმასთან, რასაც მე ამერიკის დიდ სტრატეგიას ვეძახი და რომელიც უარყოფს გავლენის სფეროებს

მაგრამ, ფაქტია, რომ ამ თემაზე მსჯელობა ამერიკის სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. ერთი პერიოდი იგი თითქოს დავიწყებული თემა იყო, მაგრამ ახლა მასზე დისკუსია კვლავ დაბრუნდა განსახილველ თემებს შორის.

იმ ადამიანებისთვის, ვისაც გვჯერა ღირებულებებზე დაფუძნებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის, აუცილებელია შევეწინააღმდეგოთ ამგვარ მიდგომას.

- ჩვენი საუბარი საქართველოს თემაზე მსჯელობით უნდა გავაგრძელოთ. ვიცი, რომ თქვენ, როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარი თვალს ადევნებთ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღეისათვის საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება?

- თბილისში ყოფნისას მე მქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა, მაგრამ არ მივიჩნევ თავს საქართველოს საკითხებში ავტორიტეტად. მე მადარდებს საქართველოს პოლიტიკის პოლარიზება, განსაკუთრებით რაც 20 ივნისის შემდეგ ხდება.

მე მადარდებს საქართველოს პოლიტიკის პოლარიზება, განსაკუთრებით რაც 20 ივნისის შემდეგ ხდება

მე მახსოვს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს აქ მთავრობა ხანდახან არასწორად და ხანდახან ავტორიტარულადაც კი იქცეოდა. ასე იყო 2007 წელს, მე მახსენდება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არ იყო საკმარისად ყურადღებიანი საქართველოს ციხეებში არსებული ვითარების მიმართ.

სააკაშვილმა ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი გააკეთა. რაშიც ის, ჩემი აზრით წარმატებული იყო, ეს იყო მდგრადი ინსტიტუტების შექმნა, კანონის უზენაესობის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური წნეხის წინააღმდეგ. ეს არ არის მარტივი არც ერთი ადამიანისთვის და არც ერთი ქვეყნისთვის. ჩვენთვის, ამერიკელებისთვის ეს ხანდახან რთულია. მაგრამ ამის მიუხედავად, ეს აუცილებელია.

ამერიკას უნდა დაინახოს ძლიერი საქართველო. მაგრამ, მე მინდა ფრთხილი ვიყო იმაში, თუ რას ვგულისხმობ სიტყვაში ძლიერი. სახელმწიფო ძლიერი ლიდერით არ არის ძლიერი სახელმწიფო. ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები.

ძლიერი ინსტიტუტების გარეშე სახელმწიფო არის მხოლოდ ლიდერის ნების გამომხატველი, რაც ბევრმა ქართველმა იწვნია. თქვენ არ გჭირდებათ ამერიკელი მოგიყვეთ თუ რა ხდება ქვეყანაში, რომელშიც ბელადს არა აქვს არანაირი შეზღუდვები.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰქონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს. ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში რომ აშშ-ს ელჩად ჩამოსულიყო. ეს იყო შეცდომა. ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველოში მოქმედი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატია.

ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ

სააკაშვილმა საქართველო რაღაც დონემდე მიიყვანა, მაგრამ ბოლომდე არა. კარგი იქნებოდა თუ ივანიშვილი მიიყვანდა ბოლომდე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას. ამერიკელებმა ვცადეთ დაგვენახებინა, რომ ზუსტად ასეთ საქართველოს ვუჭერთ მხარს. ასეთი საქართველო შეძლებს გაუძლოს რუსეთის წნეხს, რუსულ კორუფციას, დეზინფორმაციასა და რუსულ სამხედრო ძალას. ეროვნული სიძლიერე ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოდის.

მე არ მინდა თქვენს გამოწვევებზე მხოლოდ საქართველოს დავაკისროთ მთელი პასუხისმგებლობა. ამერიკა უნდა დაეხმაროს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში და ქვეყნის შენებაში.

მე არ მინდა თქვენს გამოწვევებზე მხოლოდ საქართველოს დავაკისროთ მთელი პასუხისმგებლობა. ამერიკა უნდა დაეხმაროს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტურების მშენებლობაში და ქვეყნის შენებაში

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. მე მოხარული ვარ, რომ თბილისის კონფერენციაზე ამჯერად ამერიკიდან ძლიერი ამერიკული დელეგაცია იყო ჩამოსული. ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოში ახლი ელჩი უკვე დაასახელა.

ახლა ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დემოკრატიულად ჩატარდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი. სწორედ ასეთი განცდა უნდა ჰქონდეს მოსახლეობას მას შემდეგ, რაც შედეგები გახდება ცნობილი.

როდესაც საქართველო გააღრმავებს თავის რეფორმებს, იგი მიიღებს პოლიტიკურ კაპიტალს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საკუთარი სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად. საკმაოდ გრძელი პასუხი კი გამომივიდა, მაგრამ კითხვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

- თქვენ ყურადღება გაამახვილეთ ჩვენში არსებულ პოლარიზაციაზე. კონფერენციის მსვლელობისას ხშირად გაისმა მოწოდება - თუ გაერთიანდებით - გაუმკლავდებით გამოწვევებს.

ვითარებაში, როცა ჩვენში ოპონენტებს შორის თანამშრომლობის პოლიტიკური კულტურის პრობლემაა, რამდენაც ოპტიმისტურად გამოიყურება მოწოდებები თანამშრომლობასა და გამოწვევებთან გასამკლავებლად ძალისხმევის გაერთიანების თაობაზე?

- მე არ ვგულისხმობ იმას, რომ უნდა შეიქმნეს დიდი კოალიცია, რომელიც გააერთიანებს „ქართულ ოცნებას“, ევროპულ საქართველოს“, „რესპუბლიკურ“ პარტიას და „ნაცმოძრაობას“. ისინი არიან ერთმანეთის კონკურენტები და ეს არის დემოკრატია.

მე მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. პოლონეთში ლიბერალური ოპოზიცია და კაჩინსკის პარტია ერთმანეთის ოპონენტები არიან. მათ ერთმანეთი აშკარად არ უყვართ, ახლა მათ აქვთ ძალიან ცხელი საარჩევნო კამპანია, ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთს ვერ უგებენ.

მაგრამ, ლიბერალური ოპოზიცია მხარს უჭერს პოლონეთში ამერიკული ძალების რაოდენობის ზრდას. ისინი მხარს უჭერენ იმ მთავრობას, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს მთავრობას, მაგრამ როცა საქმე ეხება პოლონეთში ამერიკული ძალების ზრდას, ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ მთავრობას. მათ შეუძლიათ ხაზების გავლება, რაშიც ეთანხმებიან, მხარს უჭერენ იმაში მთავრობას, რაც პოლონელთა უმრავლესობას სურს.

ხელისუფლებას და ოპოზიციას არა აქვს თანაბარი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებაზე, რადგან ისინი არიან ხელისუფლებაში.

ხელისუფლებას და ოპოზიციას არა აქვს თანაბარი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებაზე, რადგან ისინი არიან ხელისუფლებაში

როგორც მე მოვისმინე, პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე და გიგა ბოკერია ამ თემაზე მაინც თანხმდებიან.

- ჩვენთან ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ის არ არის პროდასავლური.

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ერთ-ერთ პანელზე განაცხადა - „ჩვენ არ გვჯერა ხელისუფლების პროდასავლურობის. ხელისუფლების ბევრ წევრ წარმომადგენელს აქვთ კავშირები მოსკოვში.“ თქვენი დაკვირვებით, რამდენად პროდასავლურია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება?

- ამ თვალსაზრისით ჩვენ საქართველოს ხელისუფლება შეიძლება შევაფასოთ მხოლოდ მათი ქმედებებით. კონფერენციაზე მე ბევრი მოვისმინე ეჭვები ივანიშვილის არაპროდასავლურობისა და ბიზნესინტერესების შესახებ. მე მგონი, ახლა ბევრი ამერიკელი შეხედავს თუ რა ხდება საქართველოში.

სულ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ ვაკვირდების პროცესსა და მოვლენათა განვითარებას.

- ბატონმა ფილ რიკემ ანაკლიის პროექტზე საუბრისას მხოლოდ ის თქვა, რომ ეს პროექტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისტორიული შანსია, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, სავარაუდოდ როგორი იქნება ამ პროექტის განხორციელებაში ვაშინგტონის როლი. თქვენი დაკვირვებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით რატომაა ამდენი ხმაური და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა?

- მე არ ვიცნობ ანაკლიის პროექტის ბიზნესგეგმას, არც მის დადებით და არც უარყოფით მხარეებს. მე, როგორც სხვას, მესმის, რომ იგი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

მე ჩემს თავს არ ვთვლი ამ საკითხებში საკმარისად გარკვეულად, რომ ამ საკითხში რომელიმე მხარის პოზიცია დავიკავო. მაგრამ, ვთვლი, რომ თქვენ უნდა ყურადღება გაამახვილოთ საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება აჩვენოს საქართველომ რომ იგი მიმზიდველი, სამართლიანი და სასურველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის.

თუ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდა, მაშინ რომელი სხვა პროექტით შეუძლია საქართველოს აჩვენოს დასავლეთს, რომ მას სურს დღევანდელ მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, როგორც ღირსეული პარტნიორის?

თუ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდა, მაშინ რომელი სხვა პროექტით შეუძლია საქართველოს აჩვენოს დასავლეთს, რომ მას სურს დღევანდელ მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრება როგორც ღირსეული პარტნიორის?

- დიდი ხმაური გამოიწვია ბატონ რასმუსენის განცხადებამ, რასაც მოჰყვა ის, რაც შემდეგ მოხდა. მხედველობაში მაქვს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის კონფერენციაზე ხმაურიანი მისვლა.

ინაშვილმა გააპროტესტა რასმუსენის განცხადება იმაზე, რომ შესაძლოა, საქართველო ნატოში კონფლიქტური რეგიონების გარეშე იქნას მიღებული, რაც მისი აზრით, ოფიციალური თბილისის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას ნიშნავს. როგორ შეაფასებდით ნატოს ექსგენმდივნის, რასმუსენის განცახდებას?

- ეს იყო იაფფასიანი რიტორიკული მცდელობა ე.წ. პატრიოტების მხრიდან. ეს მათთვის შესანიშნავი პოზიციაა. თუ საქართველო შეუერთდება ნატოს მხოლოდ მაშინ, როცა მისი კონტროლი აღდგება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს მუდმივად ექნება საქართველოს ნატოში შესვლაზე ვეტოს უფლება.

თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ შეუერთდეს ნატოს მანამ, სანამ ეს ტერიტორიები დაუბრუნდება თბილისის კონტროლს, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ნებდება მას. ეს არ არის სერიოზული პოზიცია, ეს არის დებატების ხრიკი.

არც აშშ და არც ნატოს რომელიმე ქვეყანა ითხოვს საქართველოსგან დათმოს საკუთარი ტერიტორიები. ჩვენ ვცდილობთ წავართვათ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის საშუალება

სინამდვილეში, დასავლეთ გერმანია შეუერთდა ნატოს მაშინ, როცა აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული. დასავლეთ გერმანიას არასდროს უთქვამს უარი აღმოსავლეთ გერმანიაზე. ამიტომ იყო, რომ ისინი გაერთიანდნენ.

არც აშშ და არც ნატოს რომელიმე ქვეყანა ითხოვს საქართველოსგან დათმოს საკუთარი ტერიტორიები. ჩვენ ვცდილობთ წავართვათ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის საშუალება.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით