უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა პარიზში ევროპელ კოლეგებს შეხვდება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა 12-13 სექტემბერს, პარიზში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრა პარიზის საკასაციო სასამართლოში გაიმართება.

მოსამართლე მზია თოდუასთან ერთად ამავე ღონისძიებაში მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, საქართველოს წამომადგენელი ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიაში (CEPEJ) მოსამართლე ნინო ბაქაქური. ამასთან, მაღალი დონის შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საკასაციო სასამართლოს პირველი პრეზიდენტი, საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი, საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტი, სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი.

უმაღლესი დონის შეხვედრაზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებები სასამართლოში, ეროვნულ სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ურთიერთობა, გამოხატვის თავისუფლება პირადი ცხოვრებისა და ოჯახური ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მაღალი დონის შეხვედრა მუშაობას 13 სექტემბერს დაასრულებს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს