„რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი - ბრალს არ ვეთანხმები, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემაა

ბუნებრივია, ბრალს არ ვეთანხმები, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემაა, ამ ბრალს საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა, ბრალდებულმა კახა დამენიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველიც არ არსებობდა, ვინაიდან ის მიმალვას არ აპირებდა. როგორც დამენია აღნიშნავს, ის ბრალის წარდგენის დროს საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმყოფებოდა და საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

„არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ვეთანხმები, რადგან უამრავი არგუმენტი მოვიყვანეთ. მთელ ისტორიას თავი რომ დავანებოთ, ბრალი ისე წამიყენეს, საქართველოში არ ვიყავი, ვმკურნალობდი. მკურნალობა შევწყვიტე და ჩამოვედი. პროკურატურის არგუმენტია, რომ მიმალვის საშიშროებაა. თუ მიმალვის საშიშროება იყო, ელემენტარულად არ ჩამოვიდოდი და უკვე მიმალული ვიქნებოდი", - განაცხადა დამენიამ.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს დამენიას ადვოკატი, ბექა ბასილაია.

„აღკვეთის ღონისძიების ამ ფორმის და დამატებითი შეზღუდვის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, ესეც თითიდან გამოწოვილია. ამ საქმეში დაკითხულია ათეულობით მოწმე და არც ერთი საუბრობს, რომ მათზე ვინმე ზემოქმედების მოხდენას შეეცადა. უფრო მეტიც, კახა დამენიას ინტერესებში შედის ამ საქმის სასამართლო განხილვები, ვინაიდან ის საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია. არავითარ თანხების გაფლანგვას, ქონებრის გაფლანგვას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ბასიალაიამ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო