დიდუბის გამგეობა საბავშვო ბაღების ეზოებში ასფალტის საფარს აწესრიგებს

დიდუბის გამგეობა რაიონში არსებული საბავშვო ბაღების ეზოებში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, შვიდი საბავშვო ბაღის ეზოში, დაახლოებით, 6 495 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბაზალტის ბორდიური და მოწესრიგდება ტროტუარი.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გაეცნო.

„დიდუბის გამგეობა საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ინფრასტრუქტურა ამ დრომდე მოუწესრიგებელი იყო, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭიროებები გავითვალისწინოთ, რათა აღსაზრდელებმა განათლების მიღება მოწესრიგებულ გარემოში შეძლონ“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

საგზაო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები „დრო“ და „ლუკრი“ ასრულებენ. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 282 318 ლარი გამოიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა