ჯულიან ასანჟი მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტამდე პატიმრობაში დარჩება

ლონდონის ვესტმინსტერის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯულიან ასანჟი პატიმრობაში დარჩება, სანამ აშშ-ში მისი ექსტრადიციის საკითხი არ გაირკვევა. „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი გირაოთი გათავისუფლების პირობების დარღვევისთვის აპრილიდან პატიმრობაში იმყოფება.

საოლქო მოსამართლემ ვანესა ბარაიტსერმა ასანჟს განუცხადა, რომ მისი პატიმრობაში დატოვების სრული საფუძველი აქვს.

„დარწმუნებული ვარ, რომ გათავისუფლების შემთხვევაში თქვენ ისევ მიიმალებით“, - დასძინა მოსამართლემ.

ასანჟის ექსტრადიციის საქმის არსობრივი განხილვა 25 თებერვალს დაიწყება. მანამდე მისმა ადვოკატებმა და აშშ-ს შესაბამისმა სტრუქტურებმა სასამართლოს საკუთარი არგუმენტები უნდა წარუდგინონ. ექსტრადიცის პროცესი შესაძლოა წლები გაგრძელდეს.

ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს