საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა რუსთავში გაიმართა

რუსთავის დრამატულ თეატრში საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა გააცნეს.

„ძალიან საინტერესო საჯარო განხილვა შედგა რუსთავში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენ მივიღეთ ნამდვილად დემოკრატიული გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე. გავაცანით მათ ჩვენი სამომავლო გეგმა, იყო საუბარი ბლოკებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრმა მოქალაქემ პრინციპში მხარი დაუჭირა იმას, რომ ბლოკების გარეშე განვითარდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა. მოქალაქეებს გაუჭირდათ გახსენება ბლოკებით გმარჯვებული პარტიების წარმომადგენლების.

ამიტომ უფრო სამართლიანი და უფრო მარტივი იქნება თუ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს თავისი სახელი, აქვს პოლიტიკური პლატფორმა, ჰყავს მხარდამჭერები და იმედი აქვს, რომ არჩევნებში მიიღებს ხმებს, მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში პირდაპირი არჩევნების გზით, პროპორციული არჩევნების პირობებში მიიღოს წარმომადგენლობა პარლამენტში. პოლიტიკურ პარტიებს ოპოზიციაში მანამდეც შეუძლიათ გაერთიანება და ერთი სუბიექტის ჩამოყალიბება და ასე მონაწილეობა და შემდეგშიც, როცა შედეგები გახდება ცნობილი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძემ

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვას რუსთავში არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტებიც ესწრებოდნენ. განხილვას ქვემო ქართლის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტში ქვემო ქართლიდან მაჟორიტარი დეპუტატები, ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოსახლეობა დაესწრო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს