ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ამ ეტაპზე უწყებაში არ აკონკრეტებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა თუ არა ვინმე, მათ შორის კომპანია „ეს ეს გრუპის“ ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"