ირაკლი სესიაშვილი სერგო რატიანს - თქვენ მიერ დახატული აპოკალიფსური სურათის საპასუხოდ ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან საქართველოს რეფორმების აღიარებას

იცით, რა არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის? თქვენ მიერ დახატული აპოკალიფსური სურათის საპასუხოდ ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან საქართველოს რეფორმების სრულ აღიარებას, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს სერგო რატიანს.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხრებზე „ცოდვები აწევს“ და ეს მათმა კოლეგებმა კარგად იციან.

„ბატონო სერგო, ხშირად გამოდით ხოლმე ამ თქვენი დემოკრატიული სფიჩით, რაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს იმ ფუნდამენტურ განსხვავებას, რაც ჩვენსა და თქვენს შორის არის. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის შტურმის თემასთან დაკავშირებით, დადგით რაღაც სპექტაკლი და სტვენით იყავით დაკავებული, თუმცა თქვენ და თქვენმა კოლეგებმა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ძალიან კარგად იცოდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ცოდვების რიგი აწევს მხრებზე, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის სახელით, დღეს თქვენ სხედხართ პარლამენტის დარბაზში, გვმოძღვრავთ და გვესაუბრებით დემოკრატიაზე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება თავისი საქმით ამტკიცებს და აძლიერებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას.

მან ოპოზიციას მიმართა.

„თქვენი სურვილია, რომ ეს ქვეყანა იყოს ჩამოქცეული და მოსახლეობა იყოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ, რომ როგორმე მოახდინოთ თქვენი პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია. ეს არის თქვენი ძირითადი სტრატეგია. ამიტომ არის მთელ უბედურებაზე რომ გვესაუბრებით და იცით რა არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის? თქვენ მიერ დახატულ ამ აპოკალიფსურ სურათის საპასუხოდ, ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან საქართველოს რეფორმების სრულ აღიარებას. ახლა იძახეთ რამდენიც გინდათ, რომ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ და დაიწყეთ საუბარი ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. გვესაუბრებით პროდასავლურობაზე და მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებთ, რაც რუსულ ინტერესებში შედის, რომ როგორმე ხალხი გაღატაკდეს, როგორმე ამ ქვეყანას უბედურება თავზე დაატყდეს, რომ როგორმე თქვენი პოლიტიკური მიზნებისა და ინტერესების რეალიზაცია მოახდინოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე სწორი რეაქცია ანტისაოკუპაციო კამპანიის წარმოებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან გრიგოლ ვაშაძესთან მისვლა და საკითხის მასთან გაპროტესტება იქნება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი სესიაშვილი სერგო რატიანს - თქვენ მიერ დახატული აპოკალიფსური სურათის საპასუხოდ ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან საქართველოს რეფორმების აღიარებას

იცით, რა არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის? თქვენ მიერ დახატული აპოკალიფსური სურათის საპასუხოდ ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან საქართველოს რეფორმების სრულ აღიარებას, - ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს სერგო რატიანს.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხრებზე „ცოდვები აწევს“ და ეს მათმა კოლეგებმა კარგად იციან.

„ბატონო სერგო, ხშირად გამოდით ხოლმე ამ თქვენი დემოკრატიული სფიჩით, რაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს იმ ფუნდამენტურ განსხვავებას, რაც ჩვენსა და თქვენს შორის არის. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის შტურმის თემასთან დაკავშირებით, დადგით რაღაც სპექტაკლი და სტვენით იყავით დაკავებული, თუმცა თქვენ და თქვენმა კოლეგებმა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ძალიან კარგად იცოდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ცოდვების რიგი აწევს მხრებზე, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის სახელით, დღეს თქვენ სხედხართ პარლამენტის დარბაზში, გვმოძღვრავთ და გვესაუბრებით დემოკრატიაზე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება თავისი საქმით ამტკიცებს და აძლიერებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას.

მან ოპოზიციას მიმართა.

„თქვენი სურვილია, რომ ეს ქვეყანა იყოს ჩამოქცეული და მოსახლეობა იყოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ, რომ როგორმე მოახდინოთ თქვენი პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია. ეს არის თქვენი ძირითადი სტრატეგია. ამიტომ არის მთელ უბედურებაზე რომ გვესაუბრებით და იცით რა არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის? თქვენ მიერ დახატულ ამ აპოკალიფსურ სურათის საპასუხოდ, ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან საქართველოს რეფორმების სრულ აღიარებას. ახლა იძახეთ რამდენიც გინდათ, რომ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ და დაიწყეთ საუბარი ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. გვესაუბრებით პროდასავლურობაზე და მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებთ, რაც რუსულ ინტერესებში შედის, რომ როგორმე ხალხი გაღატაკდეს, როგორმე ამ ქვეყანას უბედურება თავზე დაატყდეს, რომ როგორმე თქვენი პოლიტიკური მიზნებისა და ინტერესების რეალიზაცია მოახდინოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე სწორი რეაქცია ანტისაოკუპაციო კამპანიის წარმოებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან გრიგოლ ვაშაძესთან მისვლა და საკითხის მასთან გაპროტესტება იქნება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია