რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, თბილისის მერიასა და საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სანიტარიული ჭრების ფარგლებში, თითოეული მოჭრილი ხე მყისიერად ჩანაცვლდება ახალი ნარგავით. დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

სანიტარიული ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.

„თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებულ ხე-მცენარეებზე ამ ტიპის კვლევა პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება. ამის პარალელურად კი, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები“, - აცხადებენ მერიაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა