პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11 % „ძალიან კარგად“, 34 % - „კარგად“, 37 % - „საშუალოდ“, 10 % - „ცუდად“ და 5 % - „ძალიან ცუდად“ აფასებს.

ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც შემდეგი მაჩვენებელი აქვს: 1 % - „ძალიან კარგად“, 12 % - „კარგად“, 43 % „საშუალოდ“, 21 % - „ცუდად“, 7 % - „ძალიან ცუდად“.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 1 % ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა „ძალიან კარგია“, 11 %-ის აზრით - „კარგია“, 36 % ზურაბიშვილის საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებს, 28 % - „ცუდად“, 12 % კი „ძალიან ცუდად“.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობის რეიტინგის შეფასების მაჩვენებელი კი ასეთია: 1 % - „ძალიან კარგი“, 9 % - „კარგი“, 31 % - „საშუალოდ“, 16 % - ცუდი“, 6 % - „ძალიან ცუდი“.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა