კვლევის თანახმად, ინსტიტუტების რეიტინგში  საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს. გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობს ცუდად, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. მხოლოდ 8% თვლის, რომ პარლამენტი დადებითად საქმიანობს.

სასამართლოების საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 26 % აფასებს, ძალიან ცუდად - 11% საშუალოდ 34 და დადებითად მხოლოდ 10%.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას უარყოფითად გამოკითხულთა 21% მიიჩნევს; 6% თვლის, რომ პროკურატურა ძალიან ცუდად მუშაობს; 34 % მიიჩნევს, რომ უწყების საქმიანობა საშუალოა, დადებითად 11% აფასებს.

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 43% დადებითად აფასებს, ძალიან კარგად 21%; საშუალოდ 20 %-ი, ხოლო ცუდად 4%-ი.

იუსტიციის სახლების საქმიანობას კარგად მოსახლეობის 49% აფასებს, ხოლო ძალიან კარგად 8% ; საშუალოდ 25%, ხოლო ცუდად 7%.

საქართველოს ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად 8% ახასიათებს, 45 % კარგად, 28% მიიჩნევს, რომ ჯარის საქმიანობის შეფასება საშუალოა, ხოლო 6 % მიიჩნევს, რომ ჯარის საქმიანობა ცუდია.

საქართველოს პოლიციის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 37 % აფასებს, 5% ძალიან კარგად, საშუალოდ 37%, ხოლო ცუდად 12% .

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას საშუალოდ გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, დადებითად 22%,ხოლო უარყოფითად 11%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!