ნინო ლომჯარია - გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში უნდა წარმოადგინოს განმარტებები, რატომ ვერ დასრულდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა გენერალური პროკურორი უნდა დაიბაროს და მისგან მოისმინოს პასუხები, რატომ ვერ დასრულდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და ტარდება თუ არა ყველა საგამოძიებო პროცესი.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, პროკურატურისგან სახალხო დამცველისთვის გაგზავნილი პასუხები მშრალი, ზედაპირული და არაინფორმაციული იყო.

„მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით პროკურატურისგან მიგვეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, პროკურატურიდან მიღებული პასუხებით შეუძლებელი იყო ზუსტად იმის შეფასება, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი და ტარდებოდა თუ არა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რადგან წარმოდგენილი ინფორმაცია იყო მშრალი, ზედაპირული და არაინფორმატიული“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დაადგინოს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებები.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოიყენოთ ის უფლება, რაც გაქვთ პროკურატურასთან მიმართებით. კერძოდ, წლიური ანგარიშის განხილვის მოსმენა. უნდა მოითხოვოთ გენერალური პროკურორისგან, რომ წარმოადგინოს ანგარიში და ამ ჭრილში გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ იმ საქმეების გამოძიებაც, სადაც ჩანს სისტემური პრობლემები პროკურატურაში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურამ გაზაფხულზე განაცხადა 2-თვეში საქმის დასრულების შესახებ, თუმცა, საქმე გამოძიებული ამ დრომდე არ არის.

„ვხედავთ, რომ გასულია 2 თვეზე გაცილებით მეტი, თუმცა, არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არ დასრულდა გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. საჭიროა პროკურატურამ წარმოადგინოს პარლამენტის წინაშე შესაბამისი განმარტებები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს