ომბუდსმენი - წლიდან წლამდე მძიმდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა

წლიდან წლამდე მძიმდება ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 2018 წლის საქმინობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სახალხო დამცველმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებლებს ექმნებათ.

„ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. ვიტყოდი, რომ წლიდან წლამდე მძიმდება ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2018 წელს ყველაზე მძიმე იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევა. ასევე ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვსაუბრობთ, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის, განათლების, ბავშვთა უფლებების დარღვევის, გადაადგილების უფლების შეზღუდვის და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე. ძალიან მძიმეა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“, -აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველმა დევნილთა განსახლების კუთხით არსებულ პრობემაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კვლავ ბევრი დევნილი ცხოვრობს სიცოცხლისთვის საშიშ შენობებში.

„დევნილთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობთ და განსაკუთრებით გამოვყოფდი განსახლების პრობლემას, რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ კვლავ რჩება ბევრი დევნილი, რომელსაც არასათანადო პირობებში, სიცოცხლისთვის საშიშ ნაგებობებში უწევთ ცხოვრება და სახელმწიფოს მიმართ გვაქვს რეკომენდაცია, რომ განსახლების პოლიტიკის და გადაწყვეტილების მიღებს დროს პრიორიტეტი იმ დევნილებზე გააკეთონ, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ შენობა - ნაგებობებში ცხოვრობენ“, -აცხადებს სახალხო დამცველი.

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო