ბენიამინ ნეთანიაჰუ მთავარ კონკურენტ ბენი განცს ფართო კოალიციის შექმნას სთავაზობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არჩევნებზე მთავარ კონკურენტ ბენი განცს კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კონსულტაციებისთვის ნებისმიერ დროს შეხვედრა შესთავაზა. „ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ფართო ერთიანობის მთავრობა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სამშაბათს გამართული განმეორებითი არჩევნების შედეგად, ნეთანიაჰუს მემარჯვენე ცენტრისტული ბლოკის „ლიკუდის“ პოზიციები გაუარესდა. ხმების 97 პროცენტის დათვლის შემდეგ, მას 120 კაციან კნესეტში 31 მანდატი აქვს. სამპარტიულ მემარცხენე-ცენტრისტულ ალიანსს „კაჰოლ ლავანს“, რომელსაც ბენი განცი მეთაურობს - 33 მანდატი. ტრადიციულ მოკავშირეებთან - ულტრაორთოდოქს მემარჯვენეებთან ერთად ნეთანიაჰუს 55 მანდატის მოგროვება შეუძლია. ბენი განცს სხვა მემარცხენეებთან ერთად 57-ის. ამ მომენტისთვის არცერთ არ აქვს გარანტირებული 61 კაციანი უმრავლესობა. ძალთა განლაგებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება ავიგდორ ლიბერმანის პარტიის „ჩვენი სახლი ისრაელია“ პოზიციას, რომელსაც 8 მანდატი აქვს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა