ლავროვი ნავთობტერმინალებზე თავდასხმაზე - დაუსაბუთებელი ბრალდებები საქმეს არ წაადგება

დაუსაბუთებელი ბრალდებები საქმეს არ წაადგება და რეგიონში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამძაფრებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ინციდენტის მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება.

„საჭიროა მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება. მნიშვნელოვანია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ პროცესი მიუკერძოებლად მიმდინარეობს, ვინაიდან უსაფუძვლო ბრალდებები საქმეს არ წაადგება და რეგიონში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამძაფრებს,“ -აღნიშნა ლავროვმა.

14 სექტემბერს, საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-მ თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა, თუმცა თეირანმა ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა.

შშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმა მსოფლიოს მთავარი ნავთობექსპორტიორის წინააღმდეგ ჩადენილი საომარი ქმედებაა. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა მოკავშირეებთან ერთად, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ქმედებების მიზნით კოალიციის შექმნის საკითხს განიხილავს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი კი აცხადებს, რომ ქვეყანა თავის დასაცავად მზადაა და აშშ-ის ან საუდის არაბეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელება ტოტალურ ომს გამოიწვევს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა