რომან გოცირიძე - შეიძლება ადა მარშანიას სახლში დღეს  booking. com-ით დაქირავებული რუსი ან სხვა ქვეყნის ტურისტი ათევს ღამეს

კანონი ოკუპაციის შესახებ მუდამ ირღვევა, აბსოლუტურად არაფერს აკეთებთ ამ მიმართულებით,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრს უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა,

„ჩვენ წარმოვადგინეთ რეზოლუცია გავრილოვის სიასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომ შედგეს რეესტრი, სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ და ასეთი სიურპრიზები არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, როგორც გავრილოვთან დაკავშირებით მოგვივიდა,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძე დაინტერესდა არსებობს თუ არა რაიმე რეესტრი იმ საწარმოების, რომლებიც კანონდარღვევით საქმიანობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ კონტექსტში მან booking.com-ზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე ხლეისუფლებას რეაგირება არ ჰქონია.

„ეს ხომ ყველაზე არაზნეობრივია, როცა 300 000 ადამიანის სახლებში, რომელსაც დაეპატრონნენ სხვები, ტურისტები ისვენებენ და ამ სახლებს აქირავებს საერთაშორისოდ აღიარებული ინტერნეტსაშუამავლო ფირმები. ნუთუ იმდენი უნარი არ გაქვთ, რომ ეს არ შეჩეროთ. ნუთუ ამაზე ერთი წერილის მიწერა არ შეიძლებოდა? შეიძლება ადას სახლში დღეს booking. com-ით დაქირავებული რუსი ან სხვა ქვეყნის ტურისტი ათევს ღამეს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, საინტერესოა, რომელი ქვეყნის ბანკომატებით სარგებლობენ აფხაზეთში ჩასული ტურისტებიც.

„ საიდანღაც ფული ხომ გამოაქვთ, რომელი ქვეყნის ბანკომატებია? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ ვიყავი, უკლებლივ ყველა ჯიხური ვიცოდი. „ვითიბი“-მ გახსნა ბანკომატი სოხუმში. ავიღე ტელეფონი და დავურეკე რუსეთში ბანკის პრეზიდენტს და ასე ვუთხარი - თქვენ გახსნით სოხუმში ბანკომატს, მე დაგხურავთ თბილისში ბანკს. იმავე დღეს გაქრა აფხაზეთში „ვითიბის“ ტერმინალი,“- აცხადებს რომან გოცირიძე.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა