მამუკა მდინარაძე მსჯავრდებულების შეწყალების საკითხზე - პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ეს გადაწყვეტილება გავაკრიტიკეთ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა, მან უნდა გაგვცეს პასუხი

გამოძიება დაიწყო, რაც მისასალმებელია, ვინაიდან პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ეს გადაწყვეტილება გავაკრიტიკეთ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა და მან უნდა გაგვცეს პასუხები, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საკითხს ეხება.

როგორც მდინარაძე აცხადებს, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება არის, თუმცა, არსებობს საკითხებიც, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება შეუძლია.

„როდესაც საზოგადოებაში კონკრეტული კითხვები არის, ამას კონკრეტული პასუხები სჭირდება. ბუნებრივია, გამოძიება არის ის ადგილი, სადაც და საიდანაც შეიძლება კონკრეტული პასუხები მივიღოთ. იცით, რომ ჩვენ პირველივე დღეებში გავაკრიტიკეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან კატეგორიულად მიუღებელი იყო. შეიძლება ექსკლუზიური უფლება არსებობს, მაგრამ არსებობს სხვა საკითხები, რასაც საზოგადოებში შეუძლია გამოიწვიოს აღშფოთება და სრულიად სამართლიანად, ამას თავისი პასუხები სჭირდება. თუ გამოძიების ფარგლებში ამას პასუხი გაეცემა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, იცოდა თუ არა, პრეზიდენტმა რას აწერდა ხელს და შესაძლოა თუ არა, ამ საქმეში მისი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს, მდინარაძე აცხადებს, რომ ეს გამოძიების დასადგენია.

„თქვენ ახლა მისვამთ შეკითხვას, რომელზეც გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. თეორიული დაშვების დონეზე შემიძლია ასი ვერსია გითხრათ. დღევანდელი ფაქტი და მოცემულობაა, რომ გამოძიება დაიწყო, რაც კარგია, მისასალმებელია, რადგან პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ეს გადაწყვეტილება გავაკრიტიკეთ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა და მან უნდა გაგვცეს პასუხები“, - აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს, გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს