ეკა ბესელია - ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით

ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განცხადებით, პროცედურა, რომელიც კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსასმენად დაადგინა, უსამართლო და არადემოკრატიულია. ბესელიას თქმით, ფრაქციებს მიღმა მყოფ დეპუტატებს კითხვა-პასუხის პროცესისთვის 20 წუთი გამოეყოთ, რაც საკმარისი არ არის.

"ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსმენა იწყება ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. მე არ ვიცი, ოხანაშვილმა წინასწარ ვისთან რა კონსულტაციები გაიარა, მაგრამ როდესაც ასეთ არადემოკრატიულ პროცედურას იღებ კომიტეტზე და 20 წუთს აძლევ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ფრაქციებს კითხვა - პასუხისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 5 ადამიანი ისარგებლებს კითხვის დასმით, 4-4 წუთიც არ გამოდის კითხვა-პასუხისთვის. ეს სრულიად არასერიოზული მიდგომაა. მაშინ აიღოს და პირდაპირ გამოუცხადოს ნდობა, თუ არ სჭირდება ეს პროცედურა და არ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი. ამ დროს საზოგადოებაში ყველამ უნდა დაინახოს ვის ვირჩევთ, ვინ არიან ეს ადამიანები.

მე ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს არამხოლოდ საქმეებთან, არამედ ტენდენციებსა და პრობლემებთან დაკავშირებით. მინდა, მთლიანი სურათი დაინახოს საზოგადოებამ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით, ვინ არიან ისინი. თუ უზენაესი სასამართლო ხელში აიღო კლანმა, არანაირ დემოკრატიაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. დღეს უზენაეს სასამართლოს ქვედა ინსტანციებთან შედარებით მეტი დამოუკიდებლობა აქვს. ეს არის ბრძოლა სწორედ იმისთვის, რომ სასამართლო სრულად გაკონტროლდეს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგი,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ იგივე საკითხი კომიტეტის სხდომაზეც გააპროტესტა. გარდა ამისა, მან დარბაზის შეცვლაც მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ადგილების სიმცირის გამო, დარბაზში ყველა ვერ ეტევა. დეპუტატმა იურიდიული კომიტეტის მიერ დადგენილ პროცედურას უგუნური უწოდა.

"რა გინდათ, რომ 1 კანდიდატს 1 დღეც არ დავუთმოთ? სად გეჩქარებათ? 20 ადამიანია მოსასმენი და გინდათ, რომ 20 დღეც არ დაუთმოთ ამ პროცედურას? კეთილი ინებეთ და გადახედეთ იმ უგუნურ პროცედურებს, რასაც კენჭი უყარეთ, რომ შესაძლებელი იყოს, კანდიდატს კითხვები დავუსვათ გონივრულ დროში. შევცვალოთ ეს ინკვიზიციური პროცედურა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის