გიორგი აბაშიშვილი - საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 41 ათასით გაიზარდა, კერძო სექტორში კი - 41 ათასით შემცირდა,  რაც ნიშნავს, რომ ბიუროკრატია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიუროკრატიული დანახარჯების რეალური შემცირებაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იზრდებოდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი პირიქით, მცირდებოდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ილიაუნის ბიზნეს სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას ეფუძნება, 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 41 ათასი ადამიანით გაიზარდა. მაშინ როდესაც ანალოგიურ პერიოდში არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ასევე 41 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა.

აბაშიშვილის შეფასებით, აღნიშნული შედეგი აჩვენებს, რომ ბიუროკრატიის შემცირება კვლავ გამოწვევად რჩება და საჭიროა დამატებითი კვლევა აღნიშნული ტენდენციის მიზეზების დასადგენად.

„ძნელია ისაუბრო სამუშაო ძალის პირდაპირ პროპორციულ გადანაცვლებაზე კერძო სექტორიდან სახელმწიფო სექტორში, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წელი, იზრდებოდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო მცირდებოდა დასაქმებულთა რაოდენობა კერძო სექტორში, რაც ცხადია, ვერანაირად ვერ იქნება ბიუროკრატიის შემცირების წინაპირობა, ამიტომ საჭიროა საფუძვლიანი ანალიზი თუ რატომ ხდებოდა ეს.

ქვეყნის განვითარების 2020 წლის სტრატეგიაში საუბარია ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებაზე, როგორც მთავარი პრინციპზე, თუმცა ფაქტია, რომ ეს ვერ მოხდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ზრდისა და კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების პირობებში“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა, რომელსაც სტატისტიკა იმის გამო აღრიცხავს დასაქმებულად, რომ მიწის ნაკვეთს ან პირუტყვს ფლობენ.

„არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს წარმოადგენს , ეს მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-მდე ქმნის. ასევე გასათვალისწინებელია ის განმარტებაც, რომლის თანახმად, ადამიანი დასაქმებულად ითვლება თუ აქვს მიწის ნაკვეთი ან ყავს პირუტყვი და მიღებულ პროდუქციას იყენებს საკუთარი მოხმარების ან რეალიზაციისთვის,” - აცხადებს აბაშიშვილი.

მისივე თქმით, არსებული ტენდენციის მიზეზი ისაა, რომ კერძო სექტორი თუნდაც დაბალანაზღაურებად სახელმწიფო სექტორს ვერ უწევს კონკურენციას.

„არსებული სტატისტიკის თანახმად, კერძო სექტორში დასაქმება უბრალოდ სიმბოლურია. სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმების საკითხზე კონკურენცია ნორმალურია, თუმცა ამჯერად ფაქტია, რომ კერძო სექტორში განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით შესაძლებლობები ძალიან მცირეა. შესაბამისადა, სწორედ ესაა უთანასწორობის მიზეზი, რომელიც ქვეყანაში ძალიან მაღალია და ყოველგვარი კვლევის გარეშეც შესამჩნევია," - აცხადებს აბაშიშვილი.

მისივე განცხადებით, იმ ფონზე, რომ შრომის კანონმდებლობის კუთხით ცვლილებები ანონსდება, მნიშვნელოვანია მოხდეს არსებული ვითარების და იმ შედეგების შეფასება, რაც შესაძლოა, ცვლილებებს მოჰყვეს.

„დღეს ვისმენთ, რომ შესაძლებელია შრომის კოდექსში სხვადასხვა ტიპის რეგულაციები შევიდეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაართულებს სიტუაციას კერძო სექტორში დასაქმების კუთხით. სამწუხაროდ, გვაქვს ხოლმე ტენედენცია, რომ ჯერ რაღაცას ვცვლით და მერე ხდება იმაზე ფიქრი ამ ცვლილებით გაფუჭებული სიტუაცია როგორ გამოსწორდეს,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის