ლევან კობერიძე თამარ ალანიას - თქვენც ერთ-ერთი ცუდი იყავით და ახლა კარგი ხდებით?

თქვენც ერთ-ერთი ცუდი იყავით და ახლა კარგი ხდებით? ანუ ეთანხმებით „ქართული ოცნების“ ამ მოსაზრებას? - ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას მიმართა, რაზეც ალანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსების მოსაზრებებზე კომენტარს არ აკეთებს.

„ქართული ოცნების“ ყველაზე მთავარი დაპირება იყო, რომ „კლანისგან“ და იმ რეჟიმისგან უნდა გაწმენდილიყო სასამართლო სისტემა. თუმცა, შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ მოხდა აზრის ტრანფორმაცია და შემოვიდა ასეთი ცნება - ისინი ცუდები კი იყვნენ, მაგრამ ისინი ახლა ხდებიან კარგები და კითხვა მაქვს ასეთი - თქვენც ერთ-ერთი ცუდი იყავით და ახლა კარგი ხდებით? ანუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?“- ჰკითხა დეპუტატმა თამარ ალანიას.

თამარ ალანიას განცხადებით, „ზოგადად, პოლიტიკოსების მოსაზრებებს არ ეთანხმება“.

მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ „ცუდმა ადამიანმა შეიძლება კარგი საქმით დაამტკიცოს კარგი ადამიანობა“ .

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქმიანობას ვახორციელებდი კანონის შესაბამისად და იმ კანონის შესაბამისად გავაგრძელებ, რომელსაც თქვენ როგორც პარლამენტის წევრი მიიღებთ“, - აღნიშნა თამარ ალანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა