თსსუ-ში საჯარო ლექცია „პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების სტრატეგია“ ჩატარდა

24 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის, სამედიცინო ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის სერვისების კვლევის მედიცინის დეპარტამენტის ხარისხისა და ეფექტურობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვოლფგანგ ბუხბერგერმა (ავსტრია) საჯარო ლექცია - „პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების სტრატეგია“ წაიკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ლექციის თემატიკიდან გამომდინარე, დაინტერესება ძალიან დიდი იყო.

ლექციას ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე (ავსტრია), სტუდენტები, რეზიდენტები, პროფესორ-მასწავლებლები.

„პროფესორმა ვოლფგანგ ბუხბერგერმა ისაუბრა მსოფლიოში სამედიცინო შეცდომების სიხშირეზე, ამ შეცდომათა იდენტიფიკაციის შესაძლებლობებზე, თანამედროვე ხედვაზე, თუ როგორაა შესაძლებელი აღნიშნული იდენტიფიკატორებით არასასურველი სამედიცინო გამოსავლის პრევენცია. არსებული ინფორმაციის პრაქტიკული მნიშვნელობა უდავოა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ხოლო არსებული სისტემების კლინიკური იმპლემენტაცია საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

აუდიტორიამ დიდი ინტერესი გამოხატა. მსმენელების შეფასებით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, საჭირო და მნიშვნელოვანი ლექცია.

სტუდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც არაერთხელ მიეცემათ საშუალება, მოისმინონ პროფესორ ვოლფგანგ ბუხბერგერის ლექციები“, - აცხადებენ თსსუ-ში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის