თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ – 2019 გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ნეირომეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავს. აკად. ალექსანდრე როიტბაკი 3 ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობდა თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროფიზიოლოგიაში.

საერთაშორისო კონფერენციაში „ნეიროგლიის ფუნქციები“ მონაწილეობას მიიღებენ 10 ევროპული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის წამყვანი მეცნიერები. ღონისძიება მიზნად ისახავს გააგრძელოს აკად. ალექსანდრე როიტბაკის მემკვიდრეობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ნეირომეცნიერების აღორძინებასა და განვითარებას.

კონფერენციის ორგანიზატორებია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტი, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაცია, ეროვნული აკადემია, სამეცნიერო ჟურნალი „გლია“ და „აკადემია ევროპეას“ თბილისის რეგიონული ცენტრი. ღონისძიება იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG), ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO), ტვინის იმუნოლოგიისა და გლიის ცენტრის (BIG) და ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპარტამენტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული კონფერენცია ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს სთავაზობს აქტიური ჩართვის საშუალებას. ეს ფორუმი მათთვის იქნება გამორჩეული შესაძლებლობების, რადგან მიეცემათ საშუალება ეზიარონ ნეირომეცნიერების ამ დარგში დაგროვილ უახლეს მონაცემებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა