ივანე მაჭავარიანი - ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, რომ ტემპერატურა აწიონ, მაგრამ ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, დღენახევარში ვინ სად გარბის, კაციშვილი ვერ იპოვის

ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, რომ ტემპერატურა მაქსიმალურად აწიონ, ოღონდ ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, იცით, რომ დღენახევარში ვინ სად გარბის, კაციშვილი ვერ იპოვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ხელისუფლების ოპონენტების ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს გაეროში გამოსვლისას არ უხსენებია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში საქართველოს მიერთების საკითხი, რაც რუსეთთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გაგრძელებაა.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ოპონენტების პრობლემა არის ის, რომ ნებისმიერი პოლიტიკა ან რიტორიკა, რომელიც არ მიდის მწვავე დაპირისპირებამდე, კოლაბორაციონიზმის ტოლფასია. ფინანსთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა საზოგადოების მთავარ პრობლემად არ გადაიქცევა.

„ჩვენი ოპონენტების მთავარი პრობლემა, რომელიც იმედია, ჩვენი საზოგადოების მთავარ პრობლემად არ გადაიქცევა, არის ის, რომ ნებისმიერი რიტორიკა ან პოლიტიკა, რომელიც დაპირისპირების ისეთ დონეს არ გულისხმობს, რომელიც პრაქტიკულად, ომის ზღვარზე გადის, ითვლება პრორუსულობად, არასაკმარის პატრიოტობად. ეს არის პრობლემა. ომის წკიპზე რომ ხარ და აქედან თუ ოდნავ დაშორდი, ე.ი. პრორუსული ხარ. ეს არის ძალიან მახინჯი და მანკიერი მიდგომა, რომელიც ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებს ახასიათებს და მგონია, რომ ეს არ გადავა ჩვენს მოსახლეობაზე, ყოველ შემთხვევაში ძირითად ნაწილზე. ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, რომ მაქსიმალურად ტემპერატურა აწიონ, ოღონდ ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, იცით, რომ დღენახევარში ვინ სად გარბის, კაციშვილი ვერ იპოვის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“