კარტოფილის თესლის სერტიფიცირების საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცების წარმომადგენლებმა კარტოფილის თესლის სერტიფიცირების განვითარების საკითხები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოში არსებული თესლის სერტიფიცირების სისტემაზე, ამ მიმართულებით სხავადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და რეკომენდაციებზე, ასევე საქართველოში არსებული კარტოფილის ძირითად დაავადებებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები სიონსა და სნოში საველე ინსპექტირებაში ჩაერთნენ და CIP-ის ნაკვეთები დაათვალიერეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოში მიმდინარეობს თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემების დანერგვა. ამ ნაწილში აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც კარტოფილის სათესლე მასალის სერტიფიცირების დანერგვის მიმართულებით პროექტს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან ერთად ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველო უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი სათესლე მასალით, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი, რომლის ექსპორტზე გატანასაც შეძლებს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა.

საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების პროექტს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს. 2017 წელს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ ძალაში შევიდა. კანონის თანახმად, კარტოფილის თესლის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ის საერთაშორისო სტანდარეტების დაცვით, საველე ინსპექტირების და სათესლე მასალის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე ხდება.

CIP-თან ერთობლივი პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ 2017 წლიდან ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, კომპანიის „აგრიკო“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქპატენტის, აკრედიტაციის ცენტრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სასოფლო საკონსულტაცო სამსახურის და ორგანიზაციის „ქეა“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა