2-3 ნოემბერს ნეთვორქინგ ღონისძიება გაიმართება

2-3 ნოემბერს, მასშტაბური ნეთვორქინგ ღონისძიება გაიმართება. Networking Georgia Bene Exclusive-ის ორგანიზებით კახეთში, „ამბასადორი კაჭრეთში“ გაიმართება.

პროექტი არაფორმალურ გარემოში ბიზნესკონტაქტების გაცვლას ემსახურება და ქართულ ბაზარზე არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ, მსხვილ და საშუალო ბიზნესის 550-მდე წარმომადგენელს გააერთიანებს.

საქართველოს ბიზნესსექტორში არსებული რეალობის გათვალისწინებით, „Networking Georgia” ინოვაციური პროექტია, რომელიც პროფესიონალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ეხმარება საკუთარი „ნეთვორქის“ განვითარებაში.

მსხვილი და საშუალო ბიზნესის 550 წარმომადგენელს არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში კონტაქტების გაცვლის, საკუთარი კომპანიის და საქმიანობის პრეზენტირებისა და ახალი ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობა ექმნება.

Bene Exclusive პროექტის ფარგლებში ტრანსპორტირებას თავისი უახლესი, 2018-2019 წლის ავტოპარკით ახორციელებს. ორგანიზატორები თავიდანე ქმნიან ხალისიან, ენერგიულ განწყობას და აქტივობებს თბილისში, გასვლისთანავე იწყებენ.

ღონისძიების გახსნასთან ერთად, მონაწილეები მიიღებენ ორდღიანი აქტივობების ინსტრუქციას. საკონფერენციო ნაწილში სტუმრებს დავით ჩიკვაიძის მასტერკლასი „სთორითელინგი გაყიდვებში“, ანდრო დგებუაძის „იგრძენი რასაც აკეთებ და აკეთე რასაც გრძნობ“ და დათო ტურაშვილის ექსკლუზიური თემა, „საქართველო, ღვინის სამშობლო“ ელოდებათ.

პროექტის განსაკუთრებული სტუმარი ცნობილი ბიზნესმენი, ბიზნესსპიკერი და YouTube-ის ბიზნესარხის ავტორი, Evgeniy Chernyak(Forbes 100) იქნება. ღონისძიება დატვირთულია ისეთი აქტივობებით, როგორიცაა ბლიც ნეთვორქინგი, Human Library, Business Lego, ნეთვორქინგ კაფე, სამაგიდო თამაშები და ვორქშოფები. პირველ დღეს Goofy Land-ის აკომპანირებით გალა ვახშამი დაასრულებს.

Networking Georgia-ს მეორე დღე ცეკვის მასტერკლასებითა და იოგით დაიწყება. Scavenger Hunt-ის გამარჯვებულის გამოვლენასთან ერთად სტუმრებისთვის გრანდიოზული ბარბექიუ მოეწყობა“, - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Networking Georgia არ არის ერთჯერადი ღონისძიება და ის წელს მეორედ იმართება.

პროექტის სპონსორია „ბილაინი“; პარტნიორები: „ჯი პი აი ჰოლდინგი“, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, “Coaching Lab”; “ბია“.

მედია პარტნიორები: “ფორბსი”, „ბი ემ ჯი“, “Caucasus Business Week”, “Business political Insights”,“ფორტუნა”, “ეიჩარ ჰაბი”, რადიო „უცნობი“, რადიო „ფორტუნა“, რადიო „პოზიტივი“, გადაცემა „ბიზნესპარტნიორი“, რადიო „იმედი“, რადიო „პალიტრა“, BPN, ბიზნესლიტერატურა „ლურჯი ოკეანე“, კომერსანტი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა