რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ებრაულ თემს როშ-ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საქართველოს ებრაულ თემს, როშ-ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს და მათ ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს მათ.

„29-30 სექტემბერს იუდეველები როშ-ჰაშანას - ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. როშ - ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, როცა ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს, დღესასწაული თიშრეის (ებრაული კალენდრის თვე) პირველი ორი დღის განმავლობაში აღინიშნება.

როშ ჰაშანას დღეებში შოფარს (ცხვრის რქის საკრავი) უკრავენ და სიმბოლურ ხილს მიირთმევენ – მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავი მაინც თაფლში ამოვლებული ვაშლია“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს