დავით ბაქრაძე - მთავრობა პენსიის თემას წინასაარჩევნოდ ასაკოვანი მოსახლეობის მოსატყუებლად იყენებს

ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება მთავრობის მხრიდან, რომ ადამიანების პრობლემები კი არ აწუხებთ, მათი ამოცანაა წინასაარჩევნოდ შეიქმნან ის პიარი და განწყობა, თითქოს ხალხისთვის რაღაც კეთდება, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50 ლარით იზრდება.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა უცვლელი რჩება, კერძოდ, ყველა პენსიონერს, ასაკის მიუხედავად, პენსია 50 ლარით უნდა მოემატოს.

„პენსია 50 ლარით აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ეს იყო და არის „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა, ოღონდ არა ისე როგორც ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც პენსიის თემას კიდევ ერთხელ იყენებს წინასაარჩევნოდ ჩვენი ასაკოვანი მოსახლეობის მოსატყუებლად. კერძოდ, ის ფაქტი, რომ პენსია იანვრიდან გაიზრდება მხოლოდ 20 ლარით, ხოლო ივლისიდან 70 წლის ზევით, დამატებით 30 ლარით, ეს არის ადამიანების პირდაპირ მოტყუება წინასაარჩევნოდ. ამ ქვეყანაში მამაკაცის სიცოცხლის ხანგძლივობა 69 წელია და მთავრობა იძახის, პენსიას 30 ლარით მოუმატებს 70 წლის ასაკიდან. ეს არის ის დაპირება, რომელიც პენსიონერებს შეეხება?! რა დააშავეს იმ პენსიონერებმა, რა პრინციპით ხდება პენსიონერების გაყოფა, რომ 68 წლის პენსიონერს არ ეკუთვნის და არ სჭირდება გაზრდილი პენსია და სჭირდება მხოლოდ 70 წელს ზემოთ.

ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება მთავრობის მხრიდან, რომ ადამიანების პრობლემები კი არ აწუხებთ, მათი ამოცანაა წინასაარჩევნოდ შეიქმნან ის პიარი და განწყობა, თითქოს რაღაც კეთდება ხალხისთვის.

ამიტომ ჩვენი მოთხოვნა რჩება ძალაში, ბიუჯეტს გააჩნია საკმარისი რესურსი და უკვე ამ წლის ბოლოდან ყველა პენსიონერს, ასაკის მიუხედავად, გაეზარდოს პენსია 50 ლარით. ეს იქნება ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა ხელისუფლებისა და მთავრობის მიმართ,’’ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ, რომლის განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.

როგორც გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50-ლარით იზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო