არჩილ თალაკვაძე - წიგნებს შევადარებდი ნეირონებს,  ის აკავშირებს ჩვენს წარსულსა და მომავალს

წიგნებს შევადარებდი ნეირონებს. წიგნები ძალიან ჰგავს მათ. ის აკავშირებს ჩვენს წარსულსა და მომავალს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრის“ გახსნისას განაცხადა.

ამასთან, მან დამსწრეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეროვნულ ბიბლიოთეკაში უფრო მეტი ადამიანი მივიდეს.

"ყველას გვჯერა, რომ ბიბლიოთეკაში არის პასუხები ბევრ კითხვაზე, რომლებიც ჩვენ საზოგადოებას სხვადასხვა სივრცეში გვაწუხებს. იქნება ეს პარლამენტი, იქნება ეს საჯარო სივრცეები, საერთაშორისო ფორმატები, უნივერსიტეტები თუ სხვა პლატფორმები, სადაც ვმსჯელობთ, თუ რა უნდა იყოს ჩვენი მომავალი, ბედნიერების საფუძველი, რომელია ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენი სექტორები განათლებაში, რეგიონებში, ინფრასტრუქტურაში, საგარეო მიმართულებით. ბევრ ამ კითხვაზე პასუხები სწორედ იქაა, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეტი მოქალაქე მოვიდეს და მეტმა მოქალაქემ წაიკითხოს წიგნები, ის პასუხები, რაც წიგნებში წერია. მე წიგნებს შევადარებდი ერთგვარად ნეირონებს. წიგნები ძალიან ჰგავს ნეირონებს და ის აკავშირებს ჩვენს წარსულსა და მომავალს. აკავშირებს ინფორმაციას, რომელიც უკვე შექმნილია იმ ინფორმაციასთან, რომელიც მომავალში უნდა შეიქმნას. რაც მთავარია, ამისი შუამავალი არის ადამიანი, ვინაიდან მის გარეშე ვერც წიგნები ვერ იქნება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში