თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - თადუმაძეები, ვასაძეები, გაბინაშვილები ხელისუფლების ცვლილებისას მზად იქნებიან თქვენ გაგასამართლონ

საპარლამენტო ფრაქცია ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეებზე უნდა ზრუნავდეს და არა იმაზე, თუ როგორ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო მონებით.

თინა ბოკუჩავამ მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და აღნიშნულს მოდელირებული უწოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე კარგად იცის, ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ბოკუჩავა იმ სახელებსა და გვარებსაც ასახელებს, რომელიც მისი თქმით, აღნიშნულ სიაში მოხვდება.

„კერძოდ, „ზონდერ“ პროკურორი მამუკა ვასაძე, რომელიც გასაუბრებაზე უმარტივეს კითხვებს ვერ სცემდა პასუხს, ივანიშვილის პირადი ადვოკატი შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომის წარმომავლობაც საზოგადოებამ დღემდე ვერ დაადგინა; მერაბ გაბინაშვილი, რომელიც ასევე მარტივ კითხვებს ვერ პასუხობდა, თუმცა, მზადაა პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას სამაჯური დაადოს და სახლში გამოკეტოს, სადეპუტატო საქმიანობა აუკრძალოს, საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიოს, რაც მთავარია მისი ბატონის დაკვეთა შეასრულოს; მირანდა ერემაძე, რომელსაც იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, რომ ლევან მურუსიძის განცხადება, სადაც ის თვითდეკლარირებულ სასამართლოს ლიდერად აცხადებს თავს, არ არის მართებული, არ შეიძლება სასამართლოში ლიდერები იყვნენ და სასამართლო კლანურად იმართებოდეს“, -აცხადებს ბოკუჩავა.

ამასთან, თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება აღნიშნული პირები მზად იქნებიან, ისინიც გააკრიტიკონ და გაასამართლონ კიდეც.

„მინდა გითხრათ უმრავლესობის წევრებო, გაბინაშვილები, თადუმაძეები, ვასაძეები, ერემაძეები და სხვანი არა მხოლოდ მზად იქნებიან, რომ ცუდად ისაუბრონ თქვენზე, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება და ეს მოხდება 2020 წელს, არამედ, მზად იქნებიან თქვენი ხელისუფლება გაასამართლონ. სწორედ ეს არ გვინდა, რადგან ჩვენი არჩევანი რევანში და შურისძიება არ არის. ახალი ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტებისა და წინა ხელისუფლების დევნის ნაცვლად უნდა ზრუნავდეს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ქვეყნის პროგრესზე, იმ სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, თქვენ ამ ყველაფერზე უნდა ზრუნავდეთ და არა, როგორ დააკომპლექტოთ უზენაესი სასამართლო მონებით'' , - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

თინა ბოკუჩავამ გამოსვლაში უმრავლესობის დეპუტატ სოფო კილაძესაც მიმართა და ურჩია, მოინახულოს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის გოგონა, რადგან მისი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია.

''არ მინდოდა დღევანდელ გამოსვლებს გამოვხმაურებოდი, მაგრამ სოფიო კილაძეს უნდა გამოვეხმაურო, რომელიც თავს იწონებს, რომ ჟენევაში ბავშვთა უფლებების კომიტეტზე ბრძანდებოდა. მას მოვუწოდებ ჟენევაში წასვლის ნაცვლად, თბილისში 7 წლის, ანამარია ჯიქური მოინახულოს, რომელიც ლევან ჯიქურის ქალიშვილია, მისი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია, რადგან ეტლით მოსარგებლე ლევან ჯიქური ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია. ის ჯალათმა გიორგი გახარიამ ციხეში ჩააგდო, რადგან, მისი ტერმინოლოგია, რომ გამოვიყენოთ, ის 20 ივნისის გავრილოვის სისხლიან ღამეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდა. ქალბატონო სოფიო მინდა გირჩიოთ, სანამ ჟენევაში წაბრძანდებით ანამარია ჯიქური მოინახულოთ, მას თვალებში ჩახედოთ და აუხსნათ, ჯალათმა გიორგი გახარიამ რატომ გამოამწყვდია ციხეში ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ეტლით მოსარგებლე მამა, როდესაც ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, საკუთარი შვილის მომავალსა და სახელმწიფოს ღირსებას იცავდა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა