ადა მარშანია - ჟენევაში არ იქნება სერიოზული და არც არასერიოზული პოზიტივი, სანამ არ დაიწყება ფართომასშტაბიანი კონტაქტები რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან

ჟენევაში არ იქნება სერიოზული და არც არასერიოზული პოზიტივი, სანამ არ დაიწყება ფართომასშტაბიანი კონტაქტები რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირისპირ დავრჩებით რუსეთთან და რუსეთი დაგვახრჩობს და შეგვჭამს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად პირდაპირი დიალოგია საჭირო. დეპუტატი ამბობს, რომ შეხვედრის ინიციატივაც რომ ქართული მხრიდან მოდიოდეს, ამაში დასაძრახი არაფერია და როგორც იქნა, ეს გაიაზრა „ქართულმა ოცნებამაც“.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ინიციატორები იმ ქვეყანასთან დიალოგის, რომელმაც ეს ყველაფერი დაგვმართა. რატომ არის ეს დასამალი? თუ ეს იყო ჩვენი ინიციატივა კარგია, ჭკვიანურია, როგორც იქნა გაიაზრა „ქართულმა ოცნებამ“. ცხადია, ეს არ იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე. ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, საჭიროა ასევე, ე.წ. ბორდერიზაციის მიზეზები შეისწავლონ. როგორც ადა მარშანიამ განაცხადა, ამასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსი" ინიციატივას წარადგენს. მისივე თქმით, ახლა დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, ეს „სერიოზულად უნდა განიხილონ შინაურულად და შემდეგ საგარეო პოლიტიკით უშველონ ამ საკითხს."

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს