პატიმართა შეწყალების საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება განხორციელდა

პატიმართა შეწყალების საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება განხორციელდა - კოდექსში ჩაიწერა, რომ შეწყალებას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ, პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით ახორციელებს. „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც პარლამენტს იუსტიციის სამინისტრომ წარუდგინა, კანონმდებლებმა მესამე მოსმენით (83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი) დაამტკიცეს.

შესაბამისად, პრეზიდენტს კანონის დონეზე ენიჭება უფლებამოსილება, მის კომპეტენციაში შემავალი ნორმატიული აქტის გამოცემის ფორმით, შეწყალების პროცედურული საკითხები დაარეგულიროს. ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული არ არის, რომ შეწყალება „პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით“ ხდება.

აღსანიშნავია, როდესაც გაზაფხულზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება მოხდა, საუბარი იყო, რომ სწორედ ამ ცვლილებებით უნდა შექმნილიყო სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ შემდგომში პრეზიდენტის ბრძანებულებით, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სპეციალური საკონსულტაციო ორგანო ჩამოყალიბებულიყო, რომელიც პატიმართა შეწყალების საქმეებზე დასკვნებს დაწერდა და რეკომენდაციების სახით მას პრეზიდენტს მიაწვდიდა.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან როგორც ითქვა, სწორედ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტი მინისტრთა კაბინეტისგან გამიჯნულია, მათ მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებული შეხების წერტილები აქვთ და ამდენად შეუძლებელია, პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს რაიმე კომპეტენცია განუსაზღვროს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა