დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავდებული ასლაბ ბეჟანიძის დედამ პროკურატურა დატოვა

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავდებული ასლაბ ბეჟანიძის დედამ გენერალური პროკურატურა დატოვა. თამარ მუქერია ე.წ. შეწყალების საქმეზე გამოიკითხა. როგორც მუქერიამ აღნიშნა, მან შეიტანა პრეზიდენტის სახელზე შეწყალების მოთხოვნა, თუმცა კომუნიკაცია არავისთან ჰქონია.

„არავისთან არ მქონია კომუნიკაცია. მივმართე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, სადაც ეწერა, რომ ჩემი შვილი იყო უდანაშაულო. გამართლებული იყო პირველ ინსტანციაში, გამართლებული იყო მეორეში და უზენაესში იყო განსხვავებული აზრი. კოლეგიის თავმჯდომარემ გაამართლა და გვენეტაძემ გაამტყუნა", - განაცხადა თამარ მუქერიამ.

ამასთან, როგორც ბეჟანიძის დედამ განმარტა, მან საგამოძიებო ორგანოს შესასწავლად ტელეფონი დაუტოვა.

„მობილური გავატანე. გამორიცხულია, რომ რამე ნახონ, არაფერი არ იქნება. ვერაფერს აღმოაჩენენ და არ ვიცი რას ეძებენ. ამ მობილურით ვადასტურებ, რომ არავისთან არ მქონია კომუნიკაცია", - აღნიშნა მუქერიამ.

ამასთან, ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძის დედამ გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცა. როგორც ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები შეწყალების მოთხოვნას ეხებოდა, კერძოდ, როდის დაწერა განცხადება და რა დოკუმენტები დაურთო შეწყალების მოთხოვნას.

„თამარ მუქერიამ ყველა შეკითხვას, რომელიც იყო დასმული, ამომწურავი პასუხი გასცა. კითხვები ეხებოდა იმას, თუ როდის დაწერა მან განცხადება, შეიტანა თუ არა თვითონ ეს განცხადება, რა დოკუმენტაცია დაურთო და ა.შ. მან ისაუბრა, რომ განცხადება თავად დაწერა, თვითონ შეიტანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და აღნიშნულ განცხადებას დაურთო გარკვეული დოკუმენტაციები, ისეთი როგორიცაა ჯანმრთელობის ცნობები, პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენები, ასევე გარკვეული დოკუმენტაცია, რომელიც მოთავსებული იყო საქმეში, როგორც მტკიცებულება. რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულის ადვოკატებს ან ოჯახის წევრებს კომუნიკაცია ვინმე პირთან, მაგალითად პრეზიდენტთან, პასუხი ცალსახაა. პრეზიდენტთან არავის არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. არ დასმულა არც ერთი კითხვა, რომელზეც იყო პრობლემა", - განაცხადა კაკაბაძემ.

კითხვაზე, დაისვა თუ არა კითხვები რეკომენდატორებთან დაკავშირებით, ადვოკატმა განმარტა, რომ მსგავსი კითხვა არ დასმულა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო