გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხაწყარო, მსხალდიდი, ლისი, შვინდების მიწა, ტაბარუკი და მიმდებარე სოფლებში. ასევე, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფელბში კაიშაურები, გუდაური, ქუმლისციხე, დარიალი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"