ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი არჩევნების ინტერესებსაა მორგებული

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, არჩევნების ინტერესებსაა მორგებული. დოკუმენტის განხილვას პარლამენტი დღეს იწყებს.

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა განუცხადა, ბიუჯეტის პროექტს აქვს ხარვეზები და პრიორიტეტები სხვაგვარადაა დასალაგებელი.

„საინტერესო იქნება ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საჭიროებს მეტ მხარდაჭერას. ეს არის ადამიანის უფლებების კუთხით გაძლიერება, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის გაძლიერება, რომელთაც ყოველ წელს ჰქონდათ პრობლემა. რეალურად, პრიორიტეტები არის კიდევ უფრო სხვაგვარად დასალაგებელი იგივე სკოლამდელი განათლების კუთხით, სადაც არ არსებობს საკმარისი რესურსი, რომ ეს რეფორმა დროულად განხორციელდეს. განათლებას ყველა პრემიერი აცხადებს პრიორიტეტულად, მაგრამ ამ მხრივ პირველ საფეხურში არ იდება ფინანსური რესურსი“, - აღნიშნა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო